სხვა იგავი ჩინელ ბრძენზე 2015, 21 ივნისი, 19:39 ერთმა მოხუცმა და ბრძენმა ადამიანმა უთხრა მეგობარს: - დაათვალიერე ეს ოთახი და შეეცადე დაიმახსოვრო ყავისფერი ფერის ნივთები. ოთახში ბევრი ყავისფერი ნივთი იყო და მეგობარმა სწრაფად გაართვა თავი ამ დავალებას. მაგრამ, ბრძენმა ჩინელმა მას შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა: - ახლა კი, თვალები დახუჭე და ჩამომითვალე ლურჯი ფერის ნივთები. მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა: - მე ლურჯი ფერის ნივთები არ შემიმჩნევია. მე შენი დავალებით, მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ვიმახსოვრებდი! ამაზე კი ბრძენმა უპასუხა: - გაახილე თვალები და ირგვლივ მიმოიხედე. ოთახში ძალიან ბევრი ლურჯი ფერის ნივთია. და ეს სრული სიმართლე იყო. ბრძენმა კი გააგრძელა: - შენ თუ ეძებ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს, ხოლო ცხოვრებაში მხოლოდ ცუდს, შენ მხოლოდ მათ დაინახავ და შენს ცხოვრებაში მხოლოდ ისინი მიიღებენ მონაწილეობას. დაიმახსოვრე: თუ ცუდს ეძებ, აუცილებლად იპოვი მას და ვერასოდეს შეამჩნევ კარგს... 796 5-ს მოსწონს
|