სხვა მითხარი შენი საყვარელი ფერი და გეტყვი ვინ ხარ შენ! 2012, 22 მაისი, 18:28 ადამიანები ერთ ან მაქსიმუმ 2-3 ფერს ანიჭებენ უპირატესობას.ფერი რომელსაც უპირატესობას ვანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა ჩვენი ხასიათისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ.
წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს.წითელი ფერი აგრესიულობისა და სექსუალურობის სიმბოლოა.თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია.იმ ადამიანებს კი, რომელთაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, უყვართ განმარტოება. ![]() ![]() თეთრი ფერი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა.თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს.თავისი ბუნებით, ის თითქოს შთანთქავს, ანეიტრალებს სხვა ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმის, და საბოლოო ჯამში სიკვდილის სიმბოლოც კი ხდება.ამ ფერს შესაძლოა ირჩევდნენ ნებისმიერი ხასიათის ადამიანები. შავი ფერი, როგორც წესი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია.ის თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოცაა.მაგალითად, ადამინები რომლებსაც შავი ფერის ტანისამოსის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილნი არიან დეპრესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხორებაში განუხორციელებელი დარჩება. ყვითელი ფერი. ამ ფერის მოყვარული ადამინები კონთაქტურები, ცნობისმოყვარეები, თამამებია არიან.ადვილად შეუძლიათ სხვათა კეთილგანწყობა დაიმსახურონ. ![]() ![]() 1416 10-ს მოსწონს 1-ს არა
|