x
მეტი
  • 19.06.2025
  • სტატია:142863
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515250
10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

ჩვენს გარშემო მსოფლიო, სავსეა მრავალფეროვანი ინფორმაციით, რომელიც ავითარებს გონებას და განსჯისთვის საკვებს გვაძლევს. ამ პოსტში კი, საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით... და ზოგიერთმა, შესაძლოა, ნამდვილად გაგაოცოთ.


1. სპილოებს, კატებივით, "კრუტუნი" შეუძლიათimage


როდესაც სპილოები ჯოგში, ერთმანეთს თვალთახედვის არიდან კარგავენ, ისინი ხორთუმით კრუტუნის მსგავს ხმებს გამოსცემენ, საკუთარი მდებარეობის მისათითებლად.


2. ჰიჩკოკის უჩვეულო რეკლამა, ფილმისთვის "ფსიქო"imageვიდრე ფილმი "ფსიქო" (1960) ეკრანებზე გამოვიდოდა, კინოთეატრებში მაყურებლებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ შესვლა — თუნდაც, ფილმის ნახევარზე მეტი გასული ყოფილიყო. ალფრედ ჰიჩკოკმა ეს წესი შეცვალა: მან მოითხოვა, რომ ფილმის დაწყების შემდეგ, დარბაზში არავინ შეეშვათ, რადგან რეჟისორს არ სურდა, მაყურებელს მნიშვნელოვანი სიუჟეტური ცვლილებები გამორჩენოდა.თავდაპირველად, კინოთეატრების მფლობელები ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მოგების დაკარგვას გამოიწვევდა. თუმცა, პირველი დღის შემდეგ, ფილმის ნახვის მსურველების გრძელი რიგების ნახვის შემდეგ, კმაყოფილები დარჩნენ.


3. კანადა, ტბების რაოდენობით, აბსოლუტური ლიდერიაimage


კანადაში, პლანეტის ყველა ტბის, დაახლოებით, 60% მდებარეობს. ამ მხრივ ის, ყველა დანარჩენ ქვეყანას, ერთად აღებულს უსწრებს.


4. პინგვინებს "ქიმიური ლაბორატორია" აქვთimage


პინგვინებს თვალის უკან, სპეციალური ჯირკვები აქვთ, რომელიც მარილიან წყალს ფილტრავს და მას მტკნარ წყლად გარდაქმნის.


5. ექიმი, რომელიც სხვა ექიმებს არწმუნებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხელების დაბანაimage


XIX საუკუნის შუა წლებში, უნგრელმა ექიმმა, იგნაც სემელვეისი ამტკიცებდა, რომ ხელების დაბანა, ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას და სხვა ექიმებსაც მოუწოდებდა, ხელების ხშირი დაბანისკენ. მაგრამ, მას ამის გამო დასცინოდნენ და მოგვიანებით, ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ერთი ვერსიით იქ, სწორედ კოლეგებმა გამოკეტეს.


6. მეცნიერებმა კოსმოსში წყლის უზარმაზარი ოკეანე აღმოაჩინესimage


NASA-ს ასტრონომებმა დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს წყლის გიგანტური რეზერვუარი, რომელიც კვაზარ APM 08279+5255-ის (სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტი, რომელიც ასხივებს ენერგიას, რომელიც კვადრილიონი მზის ენერგიის ტოლია) გარშემო ბრუნავს. ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას ადრეული სამყაროს შესახებ. მასშტაბი კი, განსაცვიფრებელია: ღრუბელში წყლის მოცულობა, 140 ტრილიონჯერ აღემატება დედამიწის ყველა ოკეანის მოცულობას, ერთად აღებულს.


7. მტრედები წყვილებს ქმნიან და ეს კავშირი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ და ბუდეს ერთად აშენებდნენ.image


8. ჰაიტზე კანონი მიიღეს, რომლის მიხედვით, პოლონელების გარდა, მიწის ფლობის უფლება, არცერთ თეთრკანიანს არ ჰქონდა.image


როდესაც ჰაიტი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ნაპოლეონმა, ამბოხის ჩასახშობად, პოლონელი ჯარისკაცები გაგზავნა. თუმცა, პოლონელები საბოლოოდ, ჰაიტის რევოლუციას შეუერთდნენ. ჰაიტელებმა კი, მადლიერების ნიშნად, მათ მიწის ფლობის უფლება მისცეს.



9. ჟირაფის ენის წვერი მუქი იისფერიაimage


ეს ენას მზის სხივებისგან იცავს. ველურ ბუნებაში ჟირაფები დროის უმეტეს ნაწილს ჭამაში ატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ენა მუდმივად "ირუჯება".


10. ვეშაპის რძე იმდენად მდიდარია ცხიმით, რომ კბილის პასტის კონსისტენცია აქვსimage


imageარხის სხვა სიახლეები:


* რა შემოსავალი ჰქონდა სტალინს და რაში ხარჯავდა მას?

* რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
519
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0