x
image
მანჩო 777
13 ივნისის ღამეს დაკარგული ბექა ბუთურიშვილის დედა: "მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული…"

ყველამ კარგად ვიცით ბოლო ხანებში თბილისში დატრიალებული სტიქიის შესახებ: 13 ივნისს უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ ვერეს ხეობა მთლიანად დატბორა. ასევე წყლით დაფარა ვაკე– საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზაც. იქ მოძრავი ავტომობილები კი წყალმა წაიღო და ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიამდე ჩაიტანა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, სამი კი დაკარგულად ითვლება, რომელთა შორის ბექა ბუთურიშვილი, სერგი კაპანაძე და ელიზბარ ბაღაშვილი არიან.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 34 წლის ბექა ბუთურიშვილის მანქანა ამობრუნებული იპოვეს .


image


ბექას დედა ნინო ჩიქოვანი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


“ვიცი, ყველას გაინტერესებთ, ჩემო მეგობრებო. მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული… ვაგრძელებთ ძებნას ღვთის შეწევნით. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. იხარეთ ყველამ. აქვე მინდა იმ ოჯახებს მივუსამძიმრო, ვისი წევრებიც დაიღუპნენ… მიყვარხართ ყველა”, – წერს ნინო ჩიქოვანი.
ბექა ბუთურიშვილის გაუჩინარების შესახებ კომენტარს აკეთებს მისი ძმა, ლაშა ბათურიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბექა იმ ღამით, მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა:
„მეგობრები ელოდებოდნენ იმ ღამით. ცოტა რომ დააგვიანდა, მეგობრებმა მოსაკითხად დაურეკეს. 42 წუთის შემდეგ ბექას ტელეფონი უკვე აღარ პასუხობდა. იმის მერე ბექა აღარ ჩანს“, – ამბობს ლაშა ბათურიშვილი

7
869
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
869
  
2015, 25 ივნისი, 14:45
ვერ ვერ იპოვე ((( დღეს დაიწყეს გვამის მტკვარში ძებნა, აზერბაიჯანის მხარესაც ეძებენ.
2015, 24 ივნისი, 22:39
იპოვეს ეს ბიჭი? :(
2015, 24 ივნისი, 22:34
მანჩო, ინ-იანი ვიცნობ ამ ოჯახს. დედამისის ფეისბუქით იმიტომს დაწერეს, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო მეორე დღესვე, სხვათაშორის 1000-მდე დაშეარება აქვს იმ პოსტს. (მართალია არ გამოადგათ, მაგრამ...) ასე რომ როცა არ ვიცით იმ ადამიანის გულისტკივილი და სევდა ნუ განვიკითხავთ.
2015, 20 ივნისი, 16:34
გეთანმხმები, ინ..ალბატ 100-დან 0.1 %-იც კი არაა მისი ცოცხლად პოვნის შანსი..და გეფეისბუება ამ დროს?
2015, 20 ივნისი, 16:01
ვირაც გმაკრიტიკებს მაგრამ მე როგორც დედა იმედი როცა მაქვს სოც.ქსელზე კ არ ვაქვეყნებ ხე და მიწას ვედები

ღმერთმა დაუბრუნოს მშვიდობით მაგრამ აწი....:((((((((((((

ძალიან მტკივა გული მაგრამ

ეს უკვე მანიაა,ყველაფერი გამოაქვეყნო
2015, 20 ივნისი, 15:59
მეც არ მესმის, ინ..მაგრამ ამ ქალს იმედი აქვს, რომ მის შვილს ცოცხალს იპოვიან. ღმერთო, ნეტავ კი ცოცხალი იყოს :(
2015, 20 ივნისი, 15:52
მომკალით და არ მესმის როცა შვილი.ან ქმარი ან ცოლი მკვადი მყავს ფეისბუქისთვის მცხელა? სტატუსიო.რა ვქნა თუ ის ვინც მიყვარს აღარ მყავს ჯანდაბას წაუღია კომპიუტერიც ტელეფონიც და.... :(
0 1 7