სიახლეები მეცნიერები მუდმივი ახალგაზრდობის რეცეპტზე მუშაობენ 2015, 20 ივნისი, 13:37 მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, თუ რატომ გამოიყურებიან ზოგიერთი ადამიანები, ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდად. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად, აღმოაჩინეს გენების ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია კანის მდგომარეობაზე. ახალგაზრდობის გენები, თეთრკანიანი ამერიკელების 10%-ს და აფრო-ამერიკელების 20%-ს აღმოაჩნდა. ახალი აღმოჩენის პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში, დერმატოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდება, ვატიკანში. თავიანთი აღმოჩენის დაანონსებისას, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გამოვლენილია 7 კატეგორიის გენი, რომელთა ფუნქციებში შედის: კანის უჯრედებს შორის კავშირის შექმნა, ბარიერის შექმნა და კანის დაცვა გარემოს მავნე ფაქტორებისგან, დნმ-ს აღდგენა, ლიპიდების გამოყოფის გაძლიარება, რომელიც საჭიროა კანის დატენიანებისთვის და ა.შ. მეცნიერები თვლიან, რომ თუ ამ მიმართულებით გააგრძელებენ კვლევას, აუცილებლად შეძლებენ “მარადიული ახალგაზრდობის" რეცეპტის შექმნას. 293 5-ს მოსწონს
|