x
მეტი
  • 20.08.2024
  • სტატია:136590
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
მანჩო გიორგობიანი-"ნაღდად პუტინის ბრალია! შეიძლება "პაშოლ ვონ"-მაც გაჭრას..."

image
მანჩო გიორგობიანი სოციალირი ქსელის ფეისბუქის გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს:

"ნაღდად პუტინის ბრალია!
ეს იმათთვის, ვისაც ვეფხვი აფრიკული წარმოშობის ჰგონია ... "აშმალახა! " როცა შესძახებთ, თარჯიმნებიც უნდა გახლდეთ, რუსი, ან ინდოელი... შეიძლება "პაშოლ ვონ"-მაც გაჭრას, "პშ"-ს დააწექით, გამოთქმით და ენერგიულად...
აფრიკაში ვეფხვი არ არის, ხალხნოოო...
ჩვენთან რომელი სეირნობს, არ ვიცი, ან მე როგორ უნდა ვიცოდე, თვით გურიელიძემაც არ იცის, არც პიარ მზიკამ..
ამიტომ რუსებს დავაბრალოთ, "ნა ვსიაკოე პოჟარნოე", აქ გაზარდეს ვეფხვები დივერსანტებად, და ვაფშემც რუსების მოწყობილია წარღვნა!
ამურის ვეფხვი ბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში;
ინდოჩინური ვეფხვის გავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები;
სუმატრის ვეფხვი ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს;
ბენგალური ვეფხვი ბინადრობს ინდოეთში.



--------------------

გადაშენებულსაც გეტყვით, გურიელიძე ისეთი "კიოა", ეყოლებოდა კონტრაბანდულად, მოგუდულში...
ჩინური ვეფხვი ბუნებაში, უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში 59 ვეფხვია; მალაიზიური ვეფხვი, ამჟამად სრულიად გადაშენებულია;
ბალის ვეფხვი, ისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს;
იავის ვეფხვი ისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს;
კასპიური ვეფხვი ცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს."
image

0
386
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0