x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136584
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
,,დაიცავი დაუცველი"

“დაიცავი დაუცველი" - ეს ლოზუნგი თბილისში დატრიალებული უბედურების შემდეგ გახდა აქტუალური. დაუცველის დაცვა ცხოველების დაძინების (და არა მოკვლის!) პარალელურად, ადამიანის დაცვასაც ნიშნავს. უთუოდ გვეყოლება ვინმე კლასში, ჯგუფში ან კოლექტივში, ვინც მუდამ ჩრდილშია და ხალხთან კონტაქტის დამყარება უჭირს. ჩემი ასაკის გამო, ჯერ შეუძლებელია ავხსნა ასეთი მდგომარეობის მიზეზი, თუმცა ჩემი დასკვნები მაინც კომპლექსებამდე მიდიან. “სუსტი" ხალხი ხშირად ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა, ან ვიღაცის დამცირების ადრესატი ხდება. ჩვენ შეგვიძლია მათ ფარული ბიძგი მივცეთ, რათა ოცნებების რეალობაში გადმოტანა შეძლონ. არ მივმართოთ მათ ფარული ირონიით ან სარკაზმით - დახმარების პირველი ნაბიჯია. მათთან დროის გატარებაც მშვენიერი იდეაა, თუმცა არ უნდა შევეცადოთ ჩვენი გავლენის ქვეშ მოქცევა, ასე მათ უფრო გაუჭირდებათ დამოუკიდებელი ცხოვრება. მთავარია “სუსტ" პიროვნებას არ შევხედოთ როგორც სათამაშოს, ანუ გავითვალისწინოთ მისი უნიკალურობა და ინდივიდუალიზმი. სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ყოველი ჩვენთაგანი რადიკალურად განსხვავებული სამყაროა, რადიკალურად განსხვავებული მუხტით. მთავარია, რომ მათ დავეხმაროთ შინაგანი სამყაროს დემონსტრირებაში და იქნებ ყველაზე ერთგული და საინტერესო მეგობრები შევიძინოთ.image

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ვანილის ნამცხვარი
ვანილის ნამცხვარი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0