x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136584
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
თემურ სალუქვაძე:"მილიარდებით ვერც სინდისს იყიდი და ვერ გმირობას!"

image

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თემურ სალუქვაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ზოოპარკთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება. გუშინ ჟურნალისტებთან ივანიშვილმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:"ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში
პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი
მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს
ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ
ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ
მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო".

ამასთანვე ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მთავრობას ფინანურად დაეხმარება ზოოპარკის გადატანაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოოპარკის ყიდვას აპირებს.



თემურ სალუქვაძე:" ისტორიული კომენტარი! ქვეყნის ტკივილიც, რომ ბიზნესი გონია!"
ერში ტრაგედიაა!
არნახული და არგაგონილი მასშტაბების ტრაგედია. გლოვობს მთელი
საქართველო. ტკვილი აერთიანებს დიდს თუ პატარას. 19 დაღუპული ადამიანი, 3
დაკარგული, ათობით უსახლკარო... ეს 13 ივნისის საზარელის სტიქიის შედეგია.
სტიქია, რომელმაც საქართველოს ულმობლად წაართვა არდასაკარგი შვილები.
სტიქია, რომელმაც, მეორესმხრივ, საქართველოს უხილავი სული შთაბერა, სული
გმირობის, ერთიანობის, თანადგომის! ტკივილთან ერთად მოგვცა იმედი, რომ
გადავრჩებით, ჩვენი მაგარი ახალგაზრდობა გადაგვარჩენს!
კიდევ ერთხელ, სამძიმარი ყველა დაღუპულის ოჯახს!
კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა გმირს!
და ბოლოს, სირცხვილი მოქალაქეს (ზოგიერთისთვის პირველს), რომელმაც
დამანდგრეველი სტიქიიდან მეხუთე დღეს, ამ წარმოუდგენელი ტრაგედიის
საპირწონედ - „ზოგი ჭირი მარგებელიაო, აი ახლა ხომ მივხვდით, ზოოპარკის
გადატანა საჭირო თუ აუცილებელი, რომ არის...“

აი, ისტორიული კომენტარი! ქვეყნის ტკივილიც, რომ ბიზნესი გონია!

ამის მერე, მოდი და რამე გაგიკვირდეს ამ შეუდარებელი ლოგიკის მოქალაქისაგან!..

გმირებად არ იბადებიან!

გმირებს სიტუაცია და რეალობა ქმნის!

ვერც მილიარდებს შოულობს ყველა!

მაგრამ მილიარდებით ვერც სინდისს იყიდი და ვერ გმირობას!"

image


პ.ს არც არის გასაკვირი მოქალაქეს, რომ უკვირს რატომ გვიხარია ჩვენ და
საზოგადოებას უდანაშაულო ადამიანების მოსალოდნელი განთავისუფლება!...



1
169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
169
  
2015, 19 ივნისი, 20:23
"ზოგი ჭირი მარგებელიაო"-ვერაფერს იტყვი...
0 1 1