x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობილი და საშიში "შავი სამყაროს" წარმომადგენელი ქალები


1-კლუდია ოჩოა ფელიქსი-მას უწოდებენ "ორგანიზებული დანაშაულის კიმ კარდაშიანს".

image


მექსიკელი ქალბატონი 2014 წლიდან სათავეში ჩაუდგა კრიმინალურ დაჯგუფება Los Ántrax, რომელიც ცნობილი გახდა მასიური სასტიკი მკვლელობებით.

image

კლაუდია მისი ბოიფრენდის, ელ ჩინოს დაკავების შემდეგ ჩაუდგა ბანდას სათავეში, მამაკაცი 4 კაცი მკვლელობაში ცნეს ბრალდებულად, რომლებიც ჩამოკიდებულები იპოვეს ერთ-ერთ ხიდზე მექსიკაში.
image





2-სანდრა ავილა ბელტრანი-ამჟამად 55 წლის ქალბატონი სათავეში ედგა მექსიკურ ნარკოკარტელს «The Queen of the Pacific».ორჯერ იყო გათხოვილი, სხვათა შორის ორივე ქმარი პოლიციელი ჰყავდა, ორივე ჩამოაშორა საქმიანობას, იმისთვის, რომ ნარკობიზნესში ჩართულიყვნენ და ორივე ქმარი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
image


ბელტრანი ძალზე ჭკვიანია და არასდროს არ ტოვებს კვალს.მხოლოდ 2002 წელს ჩაება პოლიცია გამოძიებაში, როდესაც მისი შვილი გაიტაცეს და გამოსასყიდი 5 მლნ.$ მოითხოვეს.
image


სანდრა 2007 წელს მაინც დააკავეს, მაგრამ არასათანადო მტკიცებულებების და მოწმეების არარსებობის გამო, მას ბევრი რამ ვერ დაუმტკიცეს, თუმცა დღემდე პოლიციამ კარგად იცის, რომ ნარკოტიკების გარდა იგი დაკავებული იყო იარაღის უკანონო ვაჭრობით და ფულის გათეთრებით.
image




3-ჯუდი მორანი-დაიბადა 1944 წლის 18 დეკემბერს.იგი მორანების ოჯახის დამსახურებული ბოსია.ოჯახი, რომელიც სახელგანთქმულია მელბურნში(ავსტრალია) ორგანიზებული დანაშაულით და ნარკოტიკებით ვაჭრობით.ჯუდის პირველი ქმარი 1982 წელს მოკლეს, 2000 წელს მოუკლეს შვილი მარკი.
image


მოუკლეს მეორე ქმრისგან შეძენილი შვილიც-ჯეისონ მორანი 2003 წელს.მოკლეს მისი მაზლიც 2009 წელს.
ამავე წელს დააკავეს ჯუდი და მისი სამი თანამზრახველი.მას 26 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
image






4-მარია ლეონი-მარიას ძალიან საშიშ კრიმინალურ ცხოვრებას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი 13 შვილის დედა გახდა.
image



მარია იყო ბანდის მეთაური, რომელიც შეკვეთილ მკვლელობებით, ადამიანების ვაჭრობით და ნარკოდილერობით იყო დაკავებული.ამასთანავე მას მხარს უჭერდა მექსიკური მაფია, ასე რომ მისი ბანდა ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა ლოს-ანჯელესში.

image

სურათზე:მარიას სახლი ლოს-ანჯელესში


2008 წელს პოლიციასთან შეტაკებაში დაიღუპა მისი შვილი დენი, მარიამ გადაწყვიტა(იმ დროს უკვე მექსიკაში იყო გაქცეული) არალეგალურად შეპარულიყო აშშ-ში და შვილის დაკრძალვას დასწრებოდა.


თუმცა პოლიციას მისი ბანდის წევრები უკვე მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა, მათთვის მისი და მისი ბანდის წევრების დაკავება უკვე არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს.

image





5-მარია ლიჩარდი-დაიბადა 1951 წლის 24 მარტს.ლიჩარდის კლანის მეთაური ჩრდილოეთ ნეაპოლში.
image

ქალმა ჩამოაყალიბა სექს-მონების ინდუსტრია, იგი 2000 დოლარად ყიდულობდა ალბანელი მაფიოზებისგან არასრულწლოვან გოგონებს.
გოგონები მოტყუებით შემოჰყავდათ ქვეყანაში კარგი პერსპექტიული სამუშაოს პირობით, გოგონებიც ხალისით თანხმდებოდნენ იმისთვის, რომ გაქცეოდნენ სიღატაკეს, თუმცა ადგილზე ჩასულებს იძულებით ამუშავებდნენ სექს-მუშაკებად, ხოლო ვინც უარს ამბობდა ან გამოუსადეგარი იყო უბრალოდ კლავდნენ.
image


4
4735
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4735
  
2015, 30 ივნისი, 11:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 20 ივნისი, 10:44
მკვლელს და ნაძირიალას ხომ ხქესი არა აქვს აგრამ ,დედა ან პოტენციური დედა არასრულწლოვან ბავშვებს კლავს ან ვაჭრობს მათით ცხოველზე დაბლა დგას
2015, 19 ივნისი, 19:48
ქალი რომ ამ საქმეს ხელს მოკიდებს უსასტიკესი იქნება მაგას ციხე არ უშველის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს მისი ადგილზევე!!
2015, 19 ივნისი, 18:46
რას არ გაიგებ...
0 1 4