საზოგადოება ნინო გიორგობიანი: არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით გადასცემდნენ 2015, 19 ივნისი, 0:49
"ახლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწლოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი. მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგრამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან, "–წერს ნინო გიორგობიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 438 3-ს მოსწონს
|