სხვა 12 ფაქტი ყველზე, რომელიც უნდა იცოდეთ 2015, 18 ივნისი, 19:02 ![]() ყველი არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა, ყოველდღიურად მიირთმევს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ: 1. ყველი, ჩვენს ერამდე III ათასწლეულში უკვე არსებობდა. ის აღმოჩენილია ეგვიპტის პირამიდებში. ![]() 2. ძველი რომაელები თვლიდნენ, რომ ყველი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და მას შხამსაწინააღმდეგო საშუალებათაც იყენებდნენ, მოწამვლის შემთხვევაში. ![]() 3. ერთი კილოგრამი ყველის წარმოებისთვის, 10 ლ. რძე არის საჭირო. ![]() 4. ყველს რომელიც კავკასიაში იწარმოება, აქვს მძაფრი სუნი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველი აფროდიზიაკია (ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას). ![]() 5. ადამიანს, რომელიც ყველის ეტიკეტებს აგროვებს, ტიროსემიოფილისტს (ბერძ. ყველის ნიშნების შემგროვებელი) ეძახიან. ![]() 6. ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში, ტარდება კონკურსი ყველის გორაობაში. ![]() 7. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ (1837-1901 წწ.) ქორწილში საჩუქრქდ 500 კილოგრამიანი, ჩედერის სახეობის, ყველი მიიღო. ![]() 8. ბევრი თვლის, რომ თაგვებს ყველი უყვართ. სინამდვილეში, მღრღნელებს არ მოსწონთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები. ისინი მარცვლეულს და ხილს ანიჭებენ უპირატესობას. ![]() 9. ლეგენდის მიხედვით, ზარატუსტრა (ზოროასტრიზმის დამფუძნებელი), რომელიც 20 წლის მანძილზე, საზოგადოებისგან მოშორებით, უდაბნოში ცხოვრობდა, მხოლოდ ყველით იკვებებოდა. ![]() 10. ყველის ზოგიერთ სახეობას ღებავენ. მაგ., ჩედერს ანატოს თესლს უმატებენ, ხოლო უფრო იაფიანი სახეობების ყველი, კალენდულის ყვავილით და სტაფილოს წვენით იღებება. ![]() 11. ემილია-რომანიაში (ოლქი იტალიაში) არის 4 ბანკი, რომელიც გირაოდ, ძვირადღირებულ, მაგარი ყველს სახეობებს იღებს. ერთმა ბანკმა, კლიენტისგან, შესანახად, 400 000 თავი პარმეზანი ჩაიბარა. ![]() 12. სალვადორ დალიმ, თავისი ერთ-ერთი შედევრი - “რბილი სააღები", რბილი ყველის სახეობის, კამამბერეს დაგემოვნების შემდეგ, ამ ყველის გემოთი შთაგონებულმა შექმნა. ![]() 1774 7-ს მოსწონს
|