სხვა 12 ფაქტი ყველზე, რომელიც უნდა იცოდეთ 2015, 18 ივნისი, 19:02 ყველი არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა, ყოველდღიურად მიირთმევს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ: 1. ყველი, ჩვენს ერამდე III ათასწლეულში უკვე არსებობდა. ის აღმოჩენილია ეგვიპტის პირამიდებში. 2. ძველი რომაელები თვლიდნენ, რომ ყველი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და მას შხამსაწინააღმდეგო საშუალებათაც იყენებდნენ, მოწამვლის შემთხვევაში. 3. ერთი კილოგრამი ყველის წარმოებისთვის, 10 ლ. რძე არის საჭირო. 4. ყველს რომელიც კავკასიაში იწარმოება, აქვს მძაფრი სუნი. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველი აფროდიზიაკია (ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს და აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას). 5. ადამიანს, რომელიც ყველის ეტიკეტებს აგროვებს, ტიროსემიოფილისტს (ბერძ. ყველის ნიშნების შემგროვებელი) ეძახიან. 6. ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში, ტარდება კონკურსი ყველის გორაობაში. 7. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ (1837-1901 წწ.) ქორწილში საჩუქრქდ 500 კილოგრამიანი, ჩედერის სახეობის, ყველი მიიღო. 8. ბევრი თვლის, რომ თაგვებს ყველი უყვართ. სინამდვილეში, მღრღნელებს არ მოსწონთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები. ისინი მარცვლეულს და ხილს ანიჭებენ უპირატესობას. 9. ლეგენდის მიხედვით, ზარატუსტრა (ზოროასტრიზმის დამფუძნებელი), რომელიც 20 წლის მანძილზე, საზოგადოებისგან მოშორებით, უდაბნოში ცხოვრობდა, მხოლოდ ყველით იკვებებოდა. 10. ყველის ზოგიერთ სახეობას ღებავენ. მაგ., ჩედერს ანატოს თესლს უმატებენ, ხოლო უფრო იაფიანი სახეობების ყველი, კალენდულის ყვავილით და სტაფილოს წვენით იღებება. 11. ემილია-რომანიაში (ოლქი იტალიაში) არის 4 ბანკი, რომელიც გირაოდ, ძვირადღირებულ, მაგარი ყველს სახეობებს იღებს. ერთმა ბანკმა, კლიენტისგან, შესანახად, 400 000 თავი პარმეზანი ჩაიბარა. 12. სალვადორ დალიმ, თავისი ერთ-ერთი შედევრი - “რბილი სააღები", რბილი ყველის სახეობის, კამამბერეს დაგემოვნების შემდეგ, ამ ყველის გემოთი შთაგონებულმა შექმნა. 1781 7-ს მოსწონს
|