ამ წუთებში მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თბილისში რიგის და
ფალიაშვილის ქუჩების მიმდებარეს ვეფხვი შენიშნეს. ინფორმაციას ტელევიზიები ავრცელებენ. როგორც ირკვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ ქუჩაზე მდებარე საცხობში მომუშავე გოგონამ შენიშნა მხეცი, სავარაუდოდ ვეფხვი. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მობილიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა რაც 112-ზე მაცხოვრებელმა დარეკა და მტაცებელის არსებობის შესახებ შეატყობინა. ამ დროისთვის გადაკეტილია ქუჩა და მედიას დაატოვებინეს ტერიტორია. სპეცოპერაცია უკვე ნახევარი საათია მიმდინარეობს.
გოგონა, რომელმაც ვეფხვი დაინახა შეშინებულია და კონტაქტზე არ გამოდის.
მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციის ნამდვილობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, თუმცა მაინც მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, ასევე აუცილებელობის გარდა მოერიდეთ ამ ქუჩაზე გადაადგილებას.
შეგახსენებთ, რომ ცამეტ ივნისს ღამის საათებში თბილისში დაწყებული
წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, რამდენიმე კი დღესაც
დაკარგულად ითვლება. მოვარდნილმა წყალმა წალეკა საცხოვრებელი სახლები.
მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა
გამოიწვია.