x
image
მანჩო 777
"რატომ არ გამოიყვანეს შვეულმფრენებით ადამიანები ვერეს ხეობიდან? ტალახში ღორებიც კი დააბოტებენ, მერე რა?"

მწერალი თამაზ ჭეიშვილი ფეისბუქის თავის გვერდზე თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ საუბრობს და სამაშველო სამსახურსა და ქალაქის ხელმძღვანელობას არაპროფესიონალიზმსა და დოყლაპიობაში ადანაშაულებს.


image


" შედით “იუთუბზე“ და ნახეთ, როგორ ოპერატიულად მოქმედებს ავიაცია და როგორ გამოჰყავთ შვეულმფრენებით დასახრჩობად განწირული ადმიანები ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში! ნახეთ როგორ ეშვებიან ბაგირებით მაშველები და პირდაპირ ავტომობილის და წყალში ჩაძირული სახლების სახურავებიდან აყავთ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. უამრავი ზარი შედიოდა ვერეს ხეობიდან 112 -ის ოპერატორებთან! რატომ არ მიიღეს ზომები, რატომ არ გამოიყენეს შვეულმფრენები ხალხის გადასარჩენად? ვეკითხები ამ ხელისუფლებას, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს! რატომ?! რატომ?!
თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, ბევრი მაღალჩინოსანი უნდა გადადგეს თანამდებობიდან ამ ტრაგედიის შემდეგ!
ნაციონალურმა რეჟიმმა თავისი ცოდვებისთვის უნდა აგოს პასუხი, ამ ხელისუფლებამ კი დოყლაპიობისა და არაოპერატიულობისთვის!
ტალახში ღორებიც კი დააბოტებენ, მერე რა?"- აცხადებს აღშფოთებული მწერალი.

2
1072
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1072
  
2015, 20 ივნისი, 21:30
სამწუხაროდ:(
2015, 20 ივნისი, 21:03
ბატონო თამაზ, თქვენს კითხვას თავადვე გაეცით პასუხი ბოლო ორი ფრაზით...
0 1 2