x
მეტი
  • 20.10.2024
  • სტატია:137723
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511569
ვეფხვი თაგვი ხომ არაა, სათვალავში გამოგრჩეთ?
მოგეხსენებათ, რომ სულ რამოდენიმე საათის წინ "ლაგუნა ვერეს" ტეროტორიაზე თეთრი ვეფხვი თავს დაესხა ადამიანს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, არადა, ზოოპარკის დირქეტორი ორი დღეა განცხადებას ავრცელებს, თითქოს ყველა ცხოველი ნაპოვნია და მოსახლეობას საშიშროება აღარ ემუქრება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვეფხვი გალიის კედლებს გარეთ თავისუფლად დასეირნობდა. ზოოპარკის დირექტორის განცხადებამ იმსხვერპლა დღეს ადამიანი. ესე იგი, ის არ ფლობს ინფორმაციას ზოოპარკში არსებული ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ. დაღუპული ადამიანის ცოდვა მის სინდისზეა. კიდევ რამდენი საშიში ცხოველია გარეთ, ვინ არის ამის მთქმელი?


image


„დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, რომ ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო”, – ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას ცოტა ხნის წინ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება. ამიხსენით, ვეფხვი თაგვი ხომ არ აროს, რომ სათვალავი აგერიოს და დეზინფორმაცია გაავრცელო, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ფასად გვიჯდება!!!



p.s. თეთრი ვეფხვი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა შიში და პანიკა, რომელიც თბილისის მოსახლეობაში სუფევს, სულაც არაა უსაფუძვლო. თქვენი არ ვიცი და მე ალბათ კარგა ხანს ვერ გავბედავ გარეთ თავისუფლად სიარულს, განსაკუთრებით საღამოს საათებში.


6
905
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
905
  
2015, 17 ივნისი, 23:54
და როგორც ყოველთვის, უბრალო, რიგითი ადამიანები ზარალდებიან:(
2015, 17 ივნისი, 23:53
სიმართლე ხალხამდე წლების მერე ან არასოდეს მოვა
2015, 17 ივნისი, 23:45
ინ, ათასი ჭორი დადის ქალაქში, ვერ წარმოიდგენ, რა პანიკა და ქაოსია..მარშრუტკაში დღეს ის ვერსიაც კი მოვისმინე, ეს ვეფხვი დაკეტილ საწყობში ვერაფრით ვერ შევიდოდამ იქ დამალული ყავდათო....არ ვიცი, რა დავიჯერო და რა არა :(
2015, 17 ივნისი, 23:40
რა იცი მანჩო იქნებ არ მისცეს თქმის უფკება ოანიკა რომ არ ყოფილიყო,იქნებ ეგონათ იპოვიდნენ.ბოლოს კი ამ კაცს შეახოცეს ხელები.სახეზე ეტყობა ადამიანი აღარაა,წაიშალა
2015, 17 ივნისი, 23:37
ჰო მაგრამ ინ, მისი უპასუხისმგებლობის გამო ადამიანი მოკვდა :( გაცეცხლებული ვარ ამდენი უგულისყურობის ნახვით
2015, 17 ივნისი, 23:31
ეს კაციც მეცოდება.თავის დანაშაულს არავის აბრალებს,პატუოსნად ხრის თავს,
0 1 6