საზოგადოება ვეფხვი თაგვი ხომ არაა, სათვალავში გამოგრჩეთ? 2015, 17 ივნისი, 16:15 მოგეხსენებათ, რომ სულ რამოდენიმე საათის წინ "ლაგუნა ვერეს" ტეროტორიაზე თეთრი ვეფხვი თავს დაესხა ადამიანს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, არადა, ზოოპარკის დირქეტორი ორი დღეა განცხადებას ავრცელებს, თითქოს ყველა ცხოველი ნაპოვნია და მოსახლეობას საშიშროება აღარ ემუქრება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვეფხვი გალიის კედლებს გარეთ თავისუფლად დასეირნობდა. ზოოპარკის დირექტორის განცხადებამ იმსხვერპლა დღეს ადამიანი. ესე იგი, ის არ ფლობს ინფორმაციას ზოოპარკში არსებული ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ. დაღუპული ადამიანის ცოდვა მის სინდისზეა. კიდევ რამდენი საშიში ცხოველია გარეთ, ვინ არის ამის მთქმელი?
„დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, რომ ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო”, – ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას ცოტა ხნის წინ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება. ამიხსენით, ვეფხვი თაგვი ხომ არ აროს, რომ სათვალავი აგერიოს და დეზინფორმაცია გაავრცელო, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ფასად გვიჯდება!!! p.s. თეთრი ვეფხვი უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა შიში და პანიკა, რომელიც თბილისის მოსახლეობაში სუფევს, სულაც არაა უსაფუძვლო. თქვენი არ ვიცი და მე ალბათ კარგა ხანს ვერ გავბედავ გარეთ თავისუფლად სიარულს, განსაკუთრებით საღამოს საათებში. 905 10-ს მოსწონს
|