x
მეტი
  • 17.08.2024
  • სტატია:136587
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510849
ივლიტა ჯიბუტის ცხედარი ნაპოვნია
image
"მზიურის" ტერიტორიაზე ნაპოვნი ცხედარი 24 წლის ივლიტა ჯიბუტს ეკუთვნის. უკვე მოხერხდა გვამის იდენტიფიცირება.

სტიქიის დროს ივლიტა ჯიბუტი მეუღლესთან და მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად ვერის ხეობაში იმყოფებოდა. გამძვინვარებული მდინარისგან თავის გადასარჩენად ახალგაზრდები საკუთარი სახლის სახურავზე ავიდნენ და 40 წუთის განმავლობაში ამაოდ ელოდნენ შველას. დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას, დიდხანს არ უშვებდნენ ერთმანეთს ხელს, მაგრამ მოვარდნილმა ნიაღვარმა სახურავიდან გადმოყარა ისინი და სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს მოსიყვარულე სულები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მდინარემ გაიტაცა სამივე, გამოჩდნენ მაშველები, რომლებმაც მხოლოდ ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს. მეგობარი გოგონა, მარიამი ვერეს ხეობაში გარდაცვლილი იპოვნეს. ივლიტა ჯიბუტს კი დღემდე ვერ პოულობდნენ.

გოგონები უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლობდნენ, ისინი იმ დღეს ერთად ემზადებოდნენ გამოცდებიშთვის და იმის გამო, რომ გადაუღებლად წვიმდა, მარიამს მათთან დარჩენა შესთავაზეს.


ივლიტას მამა მამა გიორგი(ჯიბუტი) საკუთარი ძალებით ცდილობდა შვილის მოძებნას, ასევე შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც გოგნას მოძებნას ცდილობდნენ. მამა გიორგი და მისი ოჯახი ყველას სთხოვდა, რომ დახმარებოდნენ შვილის მოძებნაში და ვიდრე არ იპოვნიდნენ თავი შეეკავებინათ ივლიტას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან. მამა გიორგის ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ შვილს ცოცხალს იპოვიდა, რადგან დაფიქსირდა რამდენიმე შეთხვევა, როცა დაკარგულებად გამოცხადებულები ცოცხლები დაბრუნდნენ.


მთელი საქართველო ლოცულობდა, რომ ივლიტა ცოცხალი აღმოჩენილიყო, ძალიან მძიმე და სულის შემძვრელი იყო მამა გიორგის ფოტოების ხილვა, რომელიც ამაოდ ცდილობდა შვილის მოძებნას.imageimageimageimageimageimage

ნათელში ამყოფოს ღმერთმა ივლიტა ჯიბუტის და სტიქიის დროს დაღუპულთა სულები!




0
633
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0