x
მეტი
  • 18.08.2024
  • სტატია:136596
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510850
სტიქიას შეწირული ულამაზესი გოგონები
image
საშინელმა სტიქიამ, რომელიც თბილისს თავს დაატყდა, რამდენიმე ლამაზი გოგონას სიცოცხლე შეიწირა.

დები ინდირა და ლიზი ზარანდიები, მეგობართან სერგო კაპანაძესთან ერთად, ტაქსით ბრუნდებოდნენ სახლში.

სწორედ იმ დროს, როდესაც სტიქია მძვინვარებდა ისინი უკანასკნელად დაუკავშირდნენ ტელეფონით დედას გმირთა მოედნიდან, რის შემდეგაც მათი კვალი დაიკარგა.

ინდირა ზარანდია, ულამაზესი 22 წლის წითელთმიანი გოგონა, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს გარდაცვლილი.


ინდირა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო და რადიო საქართველოს ხმაში მუშაობდა ჟურნალისტად. მას წინ დიდი მომავალი ელოდა, ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა, ყავდა შეყვარებული გიორგი ჟორჟოლიანი, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, მაგრამ საშინელმა სტიქიამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ლიზი ზარანდია კი 25 წლის იყო, სტომატოლოგად მუშაობდა.

კიდევ ორი ულამაზესი ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა მოვარდნილმა მდინარე ვერემ. მეგობრები მარიამ ქუთელია და ივლიტა ჯიბუტი, ამ უკანასკნელის მეუღლესთან ერთად 40 წუთის განმავლობაში, სახურავზე ასულები, ელოდნენ მაშველებს. მეუღლე ხელს არ უშვებდა საყვარელ გოგონას და მის მეგობარს, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა ისინი სახურავიდან გადაყარა. მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს, თვითონ გოგონას კი დღემდე ეძებენ, მის მამას, მამა გიორგის(ჯიბუტს) იმედი აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალი იქნება და სთხოვს ყველას, რომ გარდაცვლილად არ მოიხსენიონ. რაც შეეხება მარიამ ქუთელიას, მისი ცხედარი ნაპოვნია.

სულ სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 24 დაკარგულიდან 10 ადამიანი ჯერ კიდევ იძებნება. იმედი ვიქონიათ, რომ ისინი ცოცხლები აღმოჩნდებიან.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა იმ ადამიანის სული, რომლებიც სტიქიას შეეწირნენ!

დღეს, ისე როგორც არასდროს, ქართველი ერი ერთსულოვანია და ყველა ერთმანეთის გვერდში დგას!


ღმერთმა აშოროს საქართველოს ყველანაირი სტიქია და უბედურება!



ინდირა ზარანდია:

imageimageimageimageimageimageდები ინდირა და ლიზი:imageივლიტა მეუღლესთან ერთად:imageimageმარიამ ქუთელია:

imageimage

0
1694
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0