x
image
პერსეპოლისი
რას წერენ უცხოური გამოცემები კახი კალაძის შესახებ სტიქიის შემდეგ
image


13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიას არაერთი უცხოური ტელევიზია თუ გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის აღმოჩნდა რუსული და უკრაინული სპორტული გამოცემებიც, რომლებმაც თბილისში დატრიალებული ტრაგედია სხვა რაკურსით მიმოიხილეს. კერძოდ, მათთვის მნიშვნელოვანი ყოფილი ფეხბურთელი - კახი კალაძე აღმოჩნდა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს სამაგალითოდ ეხმარებოდა. აწ უკვე
ენერგეტიკის მინისტრი მართლაც დიდ სიმპატიას იმსახურებს თავისი მართლაც დაუღალავი შრომით რაც არაერთი ტელევიზიისა თუ ინტერნეტ-გამოცემების საშუალებით ვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მინისტრის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებს უამრავი ადამიანი.

ორივე ქვეყნის სპორტული გამოცემის სტატია კალაძის შესახებ იდენტურია სათაურით : „როგორ ებრძვის კახა კალაძე წყალდიდობას თბილისში“. სტატიის შინაარსი კი შემდეგია:


“საქართველოს დედაქალაქმა საშინელი წყალდიდობა გადაიტანა, რამაც უკვე, მინიმუმ 12 ადამიანის და ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების სიცოცხლე იმსხვერპლა, საქართველოს მილიონობით დოლარის ზარალი მოუტანა.ბრძოლაში მოხალისეებთან და დაზარალებულებთან ერთად ჩართულია საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე – კიევის “დინამოს” და „მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელი".


image


image



image

0
2959
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
2959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0