x
image
მანჩო 777
"ჩემს თვალწინ ადამიანი სიცოცხლისათვის იბრძოდა"-13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველის მონათხრობი

ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რა უბედურება დატრიალდა თბილისში 13 ივნისის ღამეს. ტრაგედიის თვითმხილველმა მაია მაღრაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა: "მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და კარგად ვხედავდით ამ უბედურებას : რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდა და შველას ითხოვდა ადამიანი, რომელიც სტიქიამ ახალ გზაზე წამოიღო ავტომობილით მოძრაობისას.
მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა (მანქანა განათების ბოძმა გააჩერა) და ტრასებს შორის ამაღლებულ ბეტონზე ავიდა, ბოძს ჩაებღაუჭა, ფარანი ჰქონდა,
ანათებდა და განწირულად ყვიროდა. მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და კარგად ვხედავდით ამ უბედურებას. ზუსტად არ ვიცი რამდენჯერ დავრეკე 122-ში.
ყოველ დარეკვაზე ვუხსნიდი, რაც ხდებოდა- რომ ადამიანი იყო განწირული და შველას ითხოვდა. ვთხოვდი, რომ დაერეკათ თავდაცვის სამინისტროში და რამენაირად ერთი ვერტმფრენი, მძიმე სამხედრო ტექნიკის მანქანა ან ტანკი მოეთხოვათ.
ყოველ ჯერზე მეკითხებოდნენ, სად ხდებოდა ეს ამბავი, ყოველ ჯერზე ვუხსნიდი-ბოლოს ყვირილით. ჩემს თვალწინ ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდა, დახმარებას ითხოვდა და ვერავინ ვერაფერს ვაკეთებდით.
ერთადერთი ანთებულ ფარანს ვიქნევდი ხელით, იქნებ ხედავს და გამხნევდეს-თქო. რამდენიმე ათეული მანქანა წაიღო წყალმა. მისი მანქანაც. მერე ყველგან შუქი ჩაქრა.
კიდევ უფრო გადაირია მდინარე. კაცი დაიკარგა. კარგა ხნის შემდეგ ქვევით, მოშორებით დავინახე სინათლე. ისევ განწირული ყვირილი.
მორიგ დარეკვაზე 112 მიპასუხა, რომ სხვა საქმეები ჰქონდათ. მერე მოვიდნენ სახანძრო მანქანები, მაშველები, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. შორიდან უყურებდნენ და ანთებული ფარნებით იდგნენ, ვერ მიდიოდნენ(შეუძლებელი იყო). ადამიანი ყვიროდა. ბოლოს საბოლოოდ დაიკარგა მისი ფარნის შუქი და ხმა.
წყალმა როგორც იქნა დაიწია და როგორც კი ტრასაზე გასვლა შესაძლებელი გახდა, მაშველები გავიდნენ და ეძებდნენ. 112-მაც დამირეკა, ვხედავდი თუ არა ისევ. (როცა ვხედავდი, არ აინტერესებდათ).


image

0
660
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0