x
მეტი
  • 20.10.2024
  • სტატია:137721
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511569
ჯონათან ჰაიტი
image
ჯონათან ჰაიტი დაიბადა 1963 წლის 19 ოქტომბერს ნიუ­იორკში. იგი არის სოციალური
ფსიქოლოგი და ეთიკური ლიდერობის პროფესორი ნიუ­იორკის უნივერსიტეტში. სტერნის ბიზნესის სკოლას ნიუ­იორკის უნივერსიტეტში ის 2011 წელს შეუერთდა. ახლახანს გამოვიდა მისი წიგნი სათაურით: The Righteous Mind: Why Good People are Divided by Politics and Religion. ამ წიგნში ჰაიტი საუბრობს ადამიანის მორალის წარმოშობის შესახებ და ცდილობს ახსნას ამერიკული კულტურული ომი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის მორალური მრავალფეროვნებით. მისი მომდევნო წიგნის სათაური იქნება სამი ამბავი კაპიტალიზმის შესახებ: ეკონომიკური ცხოვრების მორალის ფსიქოლოგია (Three Stories About Capitalism: The Moral
Psychology of Economic Life ).
სტერნის სკოლამდე პროფესორი ჰაიტი 16 წელი ასწავლიდა ვირჯინიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო სამი ჯილდო განსაკუთრებული სწავლებისთვის. მისი პირველი წიგნი იყო ბედნიერების ჰიპოთეზები:თანამედროვე ჭეშმარიტების პოვნა ანტიკურ სიბრძნეში. (The Happiness Hypothesis: Finding Modern Truth in Ancient Wisdom). მისი ნაწერები გამოჩნდა ნიუ­იორკ ტაიმსში და ვოლ­სტრიტ ჟურნალში.
ჰაიტმა იელის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში და მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტში.


საკვლევი ინტერესები:


● ბიზნესის ეთიკა;
● მორალის ფსიქოლოგია;
● პოლიტიკის ფსიქოლოგია;
● კომპლექსური სოციალური სისტემები.
კურსები, რომლებსაც ასწავლიდა:
● ევოლუცია და ბიზნესი;
● პროფესიული პასუხისმგებლობა.




21­-ე საუკუნის მორალის ფსიქოლოგია



ამ ესეში ჰაიტი ცდილობს მოხაზოს მორალური ფსიქოლოგიის ისტორია ფსიქოლოგიის უფრო

ფართო ინტელექტუალური ტენდენციების ჩარჩოში და ახსნას, თუ რატომ მივიდა იმ

მტკიცებულებამდე, რომ მორალური ფსიქოლოგია უნდა შეცვლილიყო დროსთან ერთად. ის ხსნის

საკუთარი სოციალური ინტიტუციების მოდელის წარმოქმნასა და მორალის ჩამოყალიბების
თეორიას. ჰაიტი გვთავაზობს 3 პრინციპს, რომლებიც, მისი აზრით, უნდა ახასიათებდეს მორალურ
ფსიქოლოგიას 21­ე საუკუნეში: 1. უპირველესია ინტუიცია, შემდეგ სტრატეგიული აზროვნება; 2.მორალი მეტია ვიდრე ზიანი და სამართლიანობა და 3. მორალი აერთინებს (binds and blinds).
ჰაიტი სწავლობს მორალს ყველა მხრიდან, რომლის პოვნაც შეუიძლია. მისი აზრით, მორალი არის ადამიანის ის ერთ­-ერთი ბაზისური ასპექტი, რომელიც, მსგავსად სექსუალობისა და კვებისა, არ თავსდება ერთ ან ორ აკადემიურ სფეროში. ამასთან, მორალი, მისი თვალთახედვით, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაჰკრავს მისტიკურობის ელფერი. “ჩვენ ყველას იმდენად ღრმად გვაინტერესებს მორალთან დაკავშირებული საკითხები, რომ რთულია შევხედოთ მათ ობიექტურად. ყველა ჩვენგანი სამყაროს უყურებს ამა თუ იმ მორალური პრიზმით, და ვინაიდან
სამეცნიერო წრის უდიდესი ნაწილი იყენებს ერთი და იმავე პრიზმას, ისინი ვერ ამჩნევენ შეცდომებს, რომელსაც უშვებენ თავად ან მათი კოლეგები”­ განმარტავს ჰაიტი.

მორალის ფსიქოლოგიის სფეროს ჰაიტი 1987 წელს შეუერთდა. როგორც ის აღნიშნავს, მორალის ფსიქოლოგიის ისტორია იყო უფრო მეტად ტიტანების შეჯახების, ორთაბრძოლის ისტორია, ვიდრე კვლევებისა და აღმოჩენების. მორალის ფსიქოლოგიის ისტორია შეიძლება აღიწეროს, როგორც დიურკემი პიაჟეს წინააღმდეგ, ფროიდი სკინერის, კოლბერგი ფროიდისა და სკინერის, კოლბერგი გილიგანის წინააღმდეგ. ცდილობდნენ გაეცათ პასუხი კითხვაზე მორალი იყო შინაგანი,

თვით­კონსტრუირებული თუ გარედან შეძენილი. თუ გარედან მიღებული იყო, მშობლებისგან იყო იგი თუ საზოგადოებისგან? ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან მორალის განვითარების გზებით ერთმანეთისგან?
ამ ტიტანებს შორის ბევრი განსხვავების მიუხედავად, მათ ყველას აერთიანებდა ერთი რამ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მორალურობა არ იყო თანდაყოლილი. ალბათ სკინერი იყო ერთადერთი, ვინც აღნიშნა, რომ ბავშვი არის სუფთა დაფა და ნებისმიერი მორალური ნორმა, რაც კი ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, შეიძლება იყოს ადვილად დასწავლადი. მაგრამ ყყველა ეს ტიტანი უარყოფდა ბიოლოგიურ და ევოლუციურ მტკიცებას, რომელიც ვილსონმა (Wilson, 1975) წარმოადგინა თავის წიგნში სოციობიოლოგია. ვილსონის სოციობიოლოგიის ყველაზე მთავარი
ხაზი იყო შემდეგი: მეცნიერებმა და ჰუმანისტებმა ერთად უნდა განიხილონ შესაძლებლობა, რომ მოვიდა დრო, ეთიკა განთავისუფლდეს ფილოსოფიისგან და გაბიოლოგიურდეს. (გვ. 562) შემდეგ გვერდზე ვილსონი განმარტავს თუ რას ნიშნავს “გაბიოლოგიურებული” მორალურობა. ვილსონი მკვლევარებს დაჟინებით სთხოვდა ცოტა ხნით შეეწყვიტათ კანტის კითხვა, საუბარი მორალური განვითარების დიად პიკურ წერტილებზე, და სანაცვლოდ დაეწყოთ მორალის საფუძვლების ძებნა. როგორც ის ამბობდა, ამ საფუძვლების პოვნა შეიძლებოდა ტვინის “ემოციის ცენტრებში” წარმოებულ, ემოციურად დატვირთულ პასუხებში, რომლებიც, თავის მხრივ,
შეიძლებოდა შესწავლილიყო, როგორც ბიოლოგიური ადაპტორი.
1975 წლისთვის ცოტა მეცნიერი თუ იყო დაინტერესებული ბიოლოგიური საფუძვლების შესწავლით. მაშინ, როდესაც 1987 წელს ჰაიტმა დაიწყო მორალის ფსიქოლოგიის სწავლა, მან იგრძნო, რომ სიციობიოლოგია ისევ აქტუალური იყო. იგი უარყვეს როგორც რედუქციული და როგორც რასიზმისა და სექსიზმისკენ მიმავალი თეორია. თუ ევოლუცია აყალიბებს ადამიანის გონებას ( და არა მარტო სხეულს), მაშინ რასობრივი და გენდერული განსხვავებები მეტად სავარაუდოა რომ იყოს თანდაყოლილი. მაგრამ ეს შეჯამება მორალურად მიუღებელი იყო ბევრი
ფსიქოლოგისთვის. 1987 წლისთვის მორალის ფსიქოლოგია ჩანდა ევოლუციის თეორიისთვის ხელშეუხებელი. აკადემიური წრე მას უფრო მეტად მორალის ფილოსოფიასთან აკავშირებდნენ.
1987 წელს მორალის ფსიქოლოგია განვითარების ფსიქოლოგიის შემადგენლობაში იყო და მის ერთ­ერთ განშტოებას წარმოადგენდა. იყო კვლევები, რომლებიც მორალურობას სოციალურ ფსიქოლოგიასთან აკავშირებდნენ, როგორიცაა ალტრუიზმი და ემპათია. მაგრამ შენ თუ 1980-იან წლებში იტყოდი რომ სწავლობდი მორალის ფსიქოლოგიას, სავარაუდოდ შენ სწავლობდი მორალური მსჯელობის განვითარებას. შენ არ დაგჭირდებოდა დათანხმებოდი კოლბერგის რომელიმე მტკიცებას, მაგრამ შენ იცხოვრებდი და იმუშავებდი სამყაროში, სადაც კოლბერგი ისედაც ნათელი იყო.
ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზმის დამარცხების შემდეგ, კოლბერგმა (1969) მოიგო მთავარი ბრძოლა კოგნიტურ რევოლუციაში. მან მკვლევარებისთვის შესაძლებელი გახადა ჩაეხედათ ადამიანის გონების “შავ ყუთში” და შეესწავლათ მორალური მსჯელობა. მან ივარაუდა, რომ მორალური მსჯელობა არ იყო ეპიფენოლოგიური (როგორც სკინერი ამბობდა) არც უბრალო რაციონალიზაცია (როგორც ამას ფროიდი ამბობდა) არამედ, მსჯელობა იყო იქ, სადაც იყო ქმედება, ქცევა. თუ გავიგებთ როგორ მსჯელობს ბავშვი მორალური დილემის გადაწყვეტისას და შეგიძლია თვალი მიადევნო როგორ იცვლება მორალური მსჯელობა დროში, შენ შეგიძლია დაასკვნა საფუძვლად მდებარე მენტალური სტრუქტურებისა და მათი განვითარების კურსის
შესახებ. ამ ძირითად მტკიცებას ჰაიტმა მისცა რაციონალიზმის სახელი, რომელიც განსაზღვრა, როგორც რწმენა იმისა, რომ მსჯელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საიმედო გზა მორალური ცოდნის შეძენისათვის. (Haidt, 2012, p.7)
1990 წელს გამოიცა 2 წიგნი, რომლებმაც, როგორც ჰაიტი აღნიშნავს, განაპირობა ინტერესის ზრდა მორალის მულტიდისციპლინარული შესწავლისადმი და ჩამოყალიბდა ახალი სინთეზი ­ რომლის ბერვი ხაზი ჯერ კიდევ 1975 წელს იწინასწარმეტყველა ვილსონმა (E. O. Wilson, 1975) პირველმა წიგნმა ­ ანტონიო დამასიოს (1994) „დეკარტის შეცდომამ“ ( Antonio Damasio's Descartes' Error)­ აჩვენა ფართო საზოგადოებას, რომ მორალის შესწავლა შესაძლებელია, იმ პერიოდისთვის, ახალი ტექნოლოგიით ­ ფუნქციური მაგნიტურ ­რეზონანსული ტომოგრაფიის
საშუალებით (ფმრტ) და რომ მორალი, ისევე როგორც რაციონალურობა, მჭიდრო კავშირშია თავის ტვინის შუბლის წილში ემოციის კონტურების სწორ ფუნქციონირებაზე.
მეორე წიგნი ­ ფრანც დე ვაალის „Good Natured", რომელიც გამოიცა 2 წლის შემდეგ, აჩვენებდა, რომ ადამიანური მორალის ელემენტები გვხვდება სხვა ადამიანის მსგავს მაიმუნებში (ანთროპოიდებში) და წარმოადგენს ბუნებრივი გადარჩევის (ბუნებრივი გადარჩევა — მთავარი ევოლუციური პროცესი, რომლის მოქმედების შედეგადაც პოპულაციაში იზრდება რაოდენობა ინდივიდებისა, რომლებიც მაქსიმალურად არიან შეგუებულნი გარემოს (აქვთ უფრო მეტად ხელსაყრელი მახასიათებლები) მაშინ, როცა არახელსაყრელი მახასიათებლების მქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება.) პროდუქტს მაღალსოციალურ პრიმატებში. ეს ორი წიგნი გამოიცა სწორედ მაშინ, როცა ჯონ ბარტმა (John Bargh ) უჩვენა სოციალურ ფსიქოლოგებს, რომ ავტომატური და არაცნობიერი პროცესები შესაძლებელია არის ჩვენი უმეტესი ქმედებების მიზეზი,
მათ შორის „მორალით გაჯერებული“ ქმედებების (როგორიცაა უხეშობა და ალტრუიზმი), რომელთაც როგორც გვეგონა ვაკონტროლებდით ცნობიერად.
ამგვარად, 1990­-იან წლებში ჰაიტი ფიქრობდა ემოციის როლზე მორალურ მსჯელობაში,
კითხულობდა დამასიოს, დე ვაალსა და ბარგს და იყო აღფრთოვანებული სინერგიზმითა და დასკვნების მსგავსებით, რომელსაც იღებდა სხვადასხვა დისციპლინა. მან დაწერა მიმოხილვა, სტატია სახელად „ემოციური ძაღლი და მისი რაციონალური კუდი“ ("The Emotional Dog and its Rational Tail“, 2001), რომელიც გამოქვეყნდა 2001 წელს, და რომელზეც უდიდესი გავლენა მოახდინა 1 თვით ადრე ჯოშ გრინის (Josh Greene) გამოქვეყნებულმა სტატიამ Science­-ში.
ცხადია, იგი შეიძლება იყო მიკერძოებული, მაგრამ, ჰაიტის აზრით, ძირითადი ტენდენციები მორალურ ფსიქოლოგიაში შეიცვალა 2001 წლიდან. უმეტესობა ადამიანებისა, ვინც შეისწავლის მორალს, დღეს უკვე წერს და საუბრობს ემოციებზე, ტვინზე, შიმპანზეებზე და ევოლუციაზე, და არა მხოლოდ ლოგიკურ მსჯელობებზე. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა ვილსონი წიგნში „სოციობიოლოგია“ : რომ მორალის შესწავლისადმი ძველი მიდგომები, მათ შორის კოლბერგის მიდგომაც, იქნება უკუგდებული ან შთანთქმული ახალი მიდგომების მიერ, რომლებიც
ფოკუსირებულნი არიან ტვინის ემოციური ცენტრების შესწავლაზე როგორც ბიოლოგიური ადაპტაციის პროდუქტის. ვილსონმა ისიც კი თქვა, რომ ეს ემოციური ცენტრები განაპირობებენ ჩვენს ემოციურ ინტუიციას. და აი, 30 წლის შემდეგ, ჯოშ გრინმა დაწერა სტატია, სადაც ის იყენებს ნეირობიოლოგიურ მონაცემებს კანტის დეონტოლოგიური ფილოსოფიის რეინტერპრეტაციისთვის, როგორც რთული
პოსტ­ჰოკ (post­hoc) გამართლება ჩვენი გაუცნობიერებელი შეგრძნებებისა ( gut feeling) სხვა ადამიანების უფლებებთან და პატივისცემასთან მიმართებით. ჰაიტი მიიჩნევს, რომ ვილსონი იმსახურებს გაცილებით დიდ აღიარებას მორალის ასე ღრმა გაგებისთვის და მორალის ფსიქოლოგიის მომავლის ზუსტი წინასწარმეტყველებისთვის. მან ჰაიტზე დიდი გავლენა მოახდინა დევიდ ჰუმთან და ჩარლზ დარვინთან (David Hume and Charles Darwin) ერთად. სამივე იყო მოაზროვნე, რომლებიც მოგვიწოდებდნენ ყურადღება გაგვემახვილებინა მორალურ ემოციებზე და მათს მნიშვნელობებზე.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ბუწაშვილი
ნინო ბუწაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0