სხვა "ISIS" ფუფუნების ახალი შტაბ - ბინა მარმარილოს იატაკითა და ოქროს ფირფიტებიანი ბოძებითაა მოპირკეთებული ( + ფოტოები ) 2015, 13 ივნისი, 17:26 "ISIS's" ფუფუნების ახალი შტაბ - ბინა სირიაში, რომელიც კატარის სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა, მარმარილოს უზარმაზარი ფილებითა და ოქროს ფირფიტენიანი სვეტებით არის მოპირკეთებული.როგორც წყარო წერს, ეს დიდებული სასახლე სირიის უდაბნოში მდებარეობს და ფოტოები დიდი რისკის ფასად განთავსდა სოციალურ ქსელში წარწერით: – "a castle for the tyrants of Qatar in Palmyra". როგორც ცნობილია, კატარტის სამეფო ოჯახი ასევე დიდ ქონებას ფლობს ლონდონში "Shard, Harrods and the Olympic Village" და ოლიმპიურ სოფელში.წყაროს ინფორმაციით, ოჯახი ასევე ფლობს ყველაზე მაღალ ცათამბჯენებს ევროპაში. ისლამური სახელმწიფოს უფროსები ამბობენ, რომ ეს მდიდრული სასახლე წაართვეს მილიარდელ არაბ შეიხს.სირიის ერთ - ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში საკუთარ "თვითერზე" წერდა, რომ სასახლის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და სირიის სამოქალაქო ომის გამო შეწყდა.მან კომენტარში დასძინა, რომ ვილა შიგნით დაახლოებით ისეთივეა, როგორც წმინდა მეჩეთის მექა საუდის არაბეთში.აქ ნახავთ გაშლილ ზედმიწევნით მოვლილ გაზონებს, მარმარილოს დერეფნებს, დიდ საძინებლებს, ხელოვნურ ტბებს, სასტუმრო და საოფისე ოთახებს, დახურულ საცურაო აუზს და ა. შ.ახლა კი თვალი გადავავლოთ ამ დიდებულ სასახლეს.კატარის სახელმწიფოს მე - XIX საუკუნიდან თითქმის 150 წელი მართავდნენ ალ თანის სამეფო ოჯახი.ეს არის აბსოლუტური მონარქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მონარქის პოლიტიკური ძალაუფლება სახელმწიფოსა და ხალხის საკუთრებაა. 1940 წლიდან ქვეყანაში ნავთობი აღმოაჩინეს, რომელმაც საერთოდ გარდაქმნა ქვეყნის ეკონომიკა და ეს არის მსოფლიოში სიდიდით მესამე სახელმწიფო ბუნებრიივი აირის მარაგით, რაც 25 მილიარდს აღემატება. 147 9-ს მოსწონს
|