არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რიტუალები. ისინი შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის შიგნით. წარმოგიდგენთ 10 შემზარავ რიტუალს, რომელიც დღემდე მიმდინარეობს
გაფრთხილება: წინასწარვე იცოდეთ, რომ ქვემოთ არსებულ გამოსახულებებში ასახული ფაქტების ნახვა მიზანშეწონილი არ არის სუსტი გულის ადამიანებისათვის.
1) კანიბალიზმი და ნეკროფაგი
ინდოეთში, ქალაქ ვარანასში მცხოვრები შოკისმომგვრელი სექტა აგჰორები (aghori) ცნობილნი არიან გარდაცვლილი ადამიანების ჭამით. ისინი თვლიან, რომ გვამის ჭამა გააქრობს მათში სიკვდილის შიშს. ამიტომ ისინი იპარავენ დაღუპულ ადამიანებს კრემატორიუმიდან ან ჭამენ მოხალისეებს, რომლებიც სიკვდილის შემდეგ თავიანთ ორგანოებს მათ გადასცემენ. აგჰორებს თავიანთი მკაცრად გაწერილი წესები აქვთ. მაგალითად არსებობენ ხუთი სახის ადამიანები, რომელთა ჭამაც აგჰორებს სასტიკად აკრძალული აქვთ. ესენია: ბერები, ბავშვები, ორსულები, გაუთხოვარი ქალები და ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ კეთრით ან გველის ნაკბენით. ამ წესების დამრღვევნი კი თავად ხდებიან საკუთარი სექტანტების მსხვერპლნი. 2) მზის ცეკვა
როგორც ვიცით, ინდიელები სახელგანთქმულნი არიან სულისადმი მიძღვნილი რიტუალების ჩატარებით. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე უცნაური რიტუალია მზის ცეკვა. რიტუალის მონაწილეს მკერდს უხვრეტენ, შიგ თოკს ატარებენ და იმ თოკის მეორე ბოლოს ძელზე ამაგრებენ. ინდიელების აზრით ამ დროს ადამიანი პირდაპირ კონტაქტში შედის სიცოცხლის ხესთან. როგორც უკვე ვთქვით, ეს რიტუალი ერთ-ერთია იმათთაგან, რომელიც დღემდე არსებობს და თანამედროვე მსოფლიოს თავზარს სცემს.3) თვითგვემა
შიიტური ისლამის მიმდევრები ყოველწლიურად მუჰამედის ხსენების დღეს, მასიურ თვითგვემას მიმართავენ, მათრახზე ჯაჭვებია მიმაგრებული, ამით ისინი პატივს მაიგებენ მუჰამედის შვილიშვილის -ჰუსეინის მოწამეობრივ სიკვდილს. როგორც რიტუალის მონაწილენი აღნიშნავენ, იმდენად დიდია მათი რწმენა, რომ ტკივილი მეორეხარისხოვანი ხდება. 4) ვუდუს თოჯინები
ვუდუ წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. ვუდუს უამრავი რიტუალი გააჩნია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და უცნაურია. ამ რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველების, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ეს რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ კონტროლი მასზე. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს რიტუალი საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი დაუკავშირონ ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. თავიანთი უცნაური რიტუალების გამო მიიჩნევენ, რომ ეს სპირიტული რელიგია სატანისტურია.5) ძელიდან ხტომა
სოფელ ბუნპალში, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარეობს, ტარდება ერთობ უცნაური რიტუალი სახელად გკოლი. სოფლის მცხოვრებნი მღერიან, ცეკვავენ, მამაკაცები კი სახიფათო ხტომებისთვის ემზადებიან. ფეხებს ბაწრით იკრავენ და ძალიან მაღალი ძელებიდან ხტებიან, რომლებიც სპეციალურად ამ რიტუალისთვის არის მომზადებული. მიიჩნევა, რომ რაც უფრო მაღლიდან გადმოხტება ადამიანი, მით მეტად იქნება ღმერთებისგან დალოცვილი. ამ შემთხვევაშიც, როგორც “თვითგვემის'' დროს რწმენა იმდენად დიდია, რომ მონაწილეები სულაც არ მიქრობენ მოტეხილობებსა და ტკვილებზე. 6) ზეციური სამარხი
ტიბეტში, ბუდისტებს პრაქტიკაში აქვთ მართლაც რომ შემაძრწუნებელი რიტუალი. მას ზეციურ სამარხთან ერთად, ასევე ჯატორსაც უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ ბუდისტებს სწამთ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ და ისევ ხელახლა დაბადების სხვა სხეულში. ზემოთხსენებული რიტუალის წარმოშობაც ამან გამოიწვია. მათ სჯერათ, რომ თუ დანაწევრებულ გვამს მტაცებელ ფრინველს მიუგდებენ საჯიჯგნად, სხვის სხეულში გადასული სული მალე გათავისუფლდება. 7) გასეირნება ცეცხლზე
ეს ძალზედ უცნაური რიტუალი კი მალაიზიაში, კერძოდ ქალაქ პენანგაში იმართება. ის ითვალისწინებს კოცონზე შიშველი ფეხებით გავლას. რიტუალის მონაწილეები თვლიან, რომ რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან ცეცხლზე, მით უფრო მეტად განიწმინდებიან ავი და ბოროტი სულებისა და ზრახვებისაგან. ამიტომ რიტუალის შემდეგ მრავალი მამაკაცი იწვამს ფეხებს, მაგრამ მათთვის უმთავრესი “სულის განწმენდაა''. 8) ცეკვა გარდაცვლილთან
მადაგასკარში გამართული ამ რიტუალის მონაწილეებს კი სჯერათ, რომ რაც უფრო მალე გაიხრწნება გარდაცვლილი ადამიანის გვამი, მით მალე შეაღწევს ზეციურ სასუფეველში. ამიტომ უცნაურია, მაგრამ ისინი საფლავიდან თხრიან თავიანთ ახლობლებს და სამარხის გარშემო, მუსიკის თანხლებით “ცეკვავენ'' მასთან ერთად. ეს განსაცვიფრებელი რიტუალი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ იწყება და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ სრულდება. 9) გახვრეტა
ამ ძალზედ სახიფათო და ექსტრემალური რიტუალის მასპინძელი კი ტაილანდი, კერძოდ კუნძული ფუკეტია. მისი მონაწილეები ლოყებში იყრიან დანებს, ხანჯლებს, სარებს და ცეცხლსასროლ იარაღსაც კი. ალბათ გაინტერესებთ რატომ?! ისინი თვლიან, რომ რიტუალის დროს ღმერთები მონაწილეებს ბოროტებისაგან იცავენ და მომავალში იღბალს უგზავნიან.10) მომაკვდინებელი რიტუალი
იანომამი არის ამაზონური ტომი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული და განუვითარებელია. ამაში თქვენც დარწმუნდებით, როცა გაიგებთ მათი შემზარავი რიტუალის შესახებ, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თავიანთი გარდაცვლილი ახლობლის კრემაციის შემდეგ, ფერფლს ბანანის გარნირში ურევენ და ისე მიირთმევენ. მათი აზრით ასე შეუძლიათ გარდაცვლილის სულთან ერთად ცხოვრება განაგრძონ. ზემოთხსენებული რიტუალები მართლაც რომ დაუჯერებელია, მაგრამ ისინი სწორედ რომ თანამედროვე რეალობაში ხდება.