x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136036
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
ღული غول


imageღული (ghoul, غول)არის საზარელი სახის დემონი, რომლსაც ვხვდებით ძველ არაბულ ფოლკლორში.ისინი მიეკუთვნებიან ჯინების ბოროტ კლასს და ითვლებიან იბლისის ((Arabic:إبليس‎, plural: ابالسة abālisah) შთამომავლად, რომელიც ისლამში მიჩნეულია ეშმაკად . ისლამში იბლისი იყო ჯინი როემლმაც არ დაუხარა თავი ადამს, თოთქოს თავიდან ისიც ანგელოზი იყო, მაგრამ ეს არ უთავსდება მისი შექმნის ისტორიას, რომლის მიხედვითაც ის ცეცხლისგან წარმოიშვა.
მათ შეეძლოთ გამუდმებით შეეცვალათ ფორმა, მაგრამ მათი ყოფნა ყოველთვის შესამჩნევი იყო . ღული ხშირად იღებდა მიმზიდველი ქალის ფორმას, რათა კაცები მოეტყუებინა, მოეკლა და შეეჭამა. ისინი არ იბრალებდნენ დაკარგულ მოგზაურებს რომელთაც უდაბნოში გზა აერეოდათ, მათი მსხვერპლნი ხდებოდნენ ასევე პატარა ბავშვები .ღული არც ვამპირი იყო და არც ზომბი, მაგრამ სისხლსაც სვავდა და ადამიანის ხორცსაც ჭამდა.
image ღულის შესახებ ინფორმაციას პირველად ვხვდებით ისლამის წინანდელ პოეზიაში, ძირითადად ბერბერულ ტომებთან. თანამდეროვე არაბეთში სიტყვა ღულში გულისხმობენ ადამიანს ან კანიბალ დემონს, რომლითაც აშინებენ პატარა ბაშვებს . ლეგენდის თანახმად ღულის მოკვლა მკოლოდ ერთი სასიკვდილო გასროლით იყო შესაძლებელი, მეორე დარტყმა მას მხოლოდ მკვდრეთით აღადგენდა, რაც შეეხება მათ ინტელექტს ეს უკანასკნელნი ამით არ გამოირჩეოდნენ მათ მხოლოდ შიმშილის გრძნობა ამოძრავედბდათ.
ზოგიერთი ისტორია მოგვითხრობს, რომ ღულებს ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა, რომლითაც მათ გარდასახვა შეეძლოთ, როდესაც ისინი ადამიანის ტვინსა და გულს შეჭამდნენ მათ იერსახეს იღებდნენ და გარდაცვლილის მეხსიერებაც გადაეცემოდათ.რაც შეხება მათი წარმოშობის საკითხს ზოგიერთი მითის თანახმად ღულები ერთ დროს ადამიანები იყვნენ, მაგრამ უზნეობის ან ძლიერი ავადმყოფობის დროს მოხდა მათ გარდასახვა ზემოთხსენებულ მონსტრად.კიდევ ერთი გზა რომლითაც გულად გახდომა შეიძლებოდა ეს იყო კბენა. image საინტერესოა ის ფაქტის რომ ღული გვხვდება სინდბადის თავგადასავალში, რომელიც მოთხრობილია წიგნ „ათას ერთ ღამეში“, ღულზე შქმნილია ბევრი ნაწარმოები, ასევე იღებენ კინოს, არსებობს ანიმე (იაპონური ანიმაცია) და მანგა.

სად წავიდნენ ღულები ან არსებობდნენ თუ არა ისინი სინამდვილეში? რაოდენაც სამწუხარო არ უნდა იყოს ღულის „ჰობი“ ადამიანების ჭამისა არ არის გასაკვირი თანამედროვე სამყაროში . ბევრი მეცნიერი ფიქრობს რომ ღული არასდროს არსებობდა ან დიდი ხნის წინ გადაშენდა, სხვანი მიიჩნევენ რომ ადამიანთა მოდგმის გაძიერების შმდეგ ისინი დედამიწის ღრმა სოროებისკენ გაიქცნენ და მიწისქვეშ ჰპოვეს ბინა, როგორც ვიცით ღულები ლეშს ჭამენ და იქ ცხოვრება არ გაუჭირდებათ.

0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
119