საბუნებისმეტყველო ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი II - ეგვიპტის პირამიდების აშენების თარიღი და ტექნოლოგია) 2015, 12 ივნისი, 17:23 (გაგრძელება) ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთები ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ, შუმერები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი, რაც მათ იცოდნენ, ღმერთებმა ასწავლეს, ხოლო ძველი ეგვიპტური ჩანაწერების მიხედვით, ფარაონებამდე, ეგვიპტეს ჯერ ღმერთები, შემდეგ კი ნახევრადღმერთები მართავდნენ. ფარაონების მმართველობამდე აშენდა ეგვიპტის პირამიდებიც. ვესტკარის პაპირუსის მიხედვით, პირამიდების ასაკი 4, 5 ათასი წელია ანუ ჩვენს ერამდე, 2, 5 ათასი წლის წინ არის აშენებული. ვესტკარის პაპირუსი ძვ. წ. აღრ. XVIII-XVI სს. არის დაწერილი და მასში 1000 წლის წინანდელი ამბები არის აღწერილი. მასში, პირამიდების მშენებლობის ამბების გარდა, ეგვიპტური ზღაპრებიც არის მოყოლილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს პირამიდების მშენებლობის დასახელებულ თარიღს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაპირუსის შექმნის ეპოქაც. ყოველივე ამის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პაპირუსში მითითებული, პირამიდების აშენების თარიღი, სინამდვილეს არ შეესაბამება. უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, პირამიდები 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს მეცნიერებმა სფინქსის მდებარეონის მიხედვით დაადგინეს. სფინქსი, მათი აზრით, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ჩნდება. ![]() დედამიწა, ერთი წლის მანძილზე, 12 ზოდიაქს შორის აკეთებს სრულ წრეს. მოძრაობის დროს, მისი წარმოსახვითი ღერძი, თანდათანობით გადაადგილდება (ღერძის ასეთ მოძრაობას, პრეცესია ეწოდება) და ასევე აკეთებს სრულ წრეს, ზოდიაქოებს შორის. მაგრამ, ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ დედამიწისგან განსხვავებით, წარმოსახვით ღერძს, ამ წრის გასაკეთებლად 25 765 წელი ესაჭიროება. ![]() ![]() ამჟამად, დედამიწამ დატოვა თევზების ეპოქა და მერწყულის ეპოქაში გადავიდა, ხოლო როდესაც სფინქსის ქანდაკება კეთდებოდა, პლანეტა ლომის ეპოქაში შევიდა. ეს კი 12 000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ იყო. ![]() (გაგრძელება იქნება) 526 12-ს მოსწონს |
მხოლოდ ერთი შეცწორება :) ინდოელები არა ინდიელები :)