x
image
natia.a
10 პროდუქტი, რომლებიც განწყობას აუმჯობესებს ანუ ბუნებრივი ანტიდეპრესანტები
image
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე. მაგალითად, მექსიკელი მკვლევარების ჯგუფმა პოპულარული პროდუქტების შემადგენლობაში არსებული 1700 ქიმიური ნივთიერების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ზოგი მათგანი, თავისი ქიმიური შემადგენლობით, ახლოს დგას ნივთიერებებთან, რომლებსაც ანიდეპრესანტების წარმოებაში იყენებენ. Daily Telegraph-მა შეადგინა იმ 10 პროდუქტის რეიტინგი, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ გუნება-განწყობაზე და ებრძოლონ დეპრესიას.


1. ნიგოზი

image

ნიგოზში არსებული მაგნიუმის, უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინი Е-სა და ანტიოქსიდანტების წყალობით მაგრდება სისხლძარღვებისა და ნერვული სისტემა. ეს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ე.წ. განწყობის ვიტამინს- В6, უზრუნველჰყოფს თავის ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქრობს დეპრესიის სიმპტომებს.


2. კვერცხი

image
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კვერცხის მოხმარება ადამიანს უფრო კეთილს ხდის. კვერცხში შედის ტრიფტოფანი, რომლისგანაც გამომუშავდება სეროტონინი. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს განწყობაზე და იწვევს ბედნიერების გრძნობას. კვერცი შეიცავს ასევე შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, А, Е, D ვიტამინებს, კაროტინებსა და ვიტამინ В-ს, რომელთა ნაკლებობაც იწვევს დეპრესიას.

3. ორაგული

image

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ორაგულის ხორცის მოხმარება ხსნის ემოციურ დაძაბულობას, აუმჯობესებს განწყობას და ეხმარება ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში. თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით თევზის მიღება ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ხელს უწყობს დამღლელი მუშაობის შემდეგ თავის ტვინის შრომისუნარიანობის აღდგენას.

4. ცეხვილი პური


image
ცეხვილი პურიც ასევე შეიძლება ანტიდეპრესანტად ჩაითვალოს. იგი შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის ტრიპტოფანს, რომელიც მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში. სეროტონინი კი, როგორც ცნობილია ადამიანის ემოციური მდგომარეობის მარეგულირებელია.

5. წითელი ხორცი

image
ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ წითელი ხორცი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას, ხოლო მასზე უარის თქმა დეპრესიის რისკს ორჯერ ზრდის. მიუხედავად გავრცელებულ აზრსა იმის შესახებ, რომ წითელი ხორცი ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, მეცნიერება დაადგინეს, რომ ისინი, ვინც არ მოიხმარს ამ პროდუქტს, ვერ იღებენ საკმაო რაოდენობით რკინას, რის შედეგადაც სწრაფად იღლებიან და უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ისინი, ვინც წითელ ხორცს რეგულარულად, მცირე ულუფებით მიირთმევს.

6. მწვანე ჩაი

image
ჩაი შეიცავს კოფეინს - თუმცა ჩაის შემადგენლობაში შემავალ კოფეინს უფრო ხშირად ტეინს უწოდებენ. ორგანიზმზე მისი მოქმედება შედარებით სუსტია, ვიდრე კოფეინის. ცნობილია, რომ ტეინი შესანიშნავი საშუალებაა ცუდი განწყობის გამოსაკეთებლად.

7. შავი შოკოლადი

image
ყველასათვის ცნობილი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - შავი შოკოლადი, ბევრი მეცნიერის აზრით, მართლაც უწყობს ხელს განწყობის გამოკეთებას და, ამავდროულად აქრობს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. ამას გარდა, კალიფორნიელი ექიმის, დებორა უოსტერჰაუსის (ავტორი წიგნისა „რატომ სჭირდებათ ქალებს შოკოლადი“) აზრით, შოკოლადი ქალბატონებს ხელს უწყობს უფრო ადვილად გადაიტანონ კრიტიკული დღეები.

8. ყავა

image
ყავა შოკოლადზე არანაკლებად აუმჯობესებს გუნება-განწყობას და არა მხოლოდ ტონუსს მატებს, არამედ დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ეხმარება. კოფეინი სტიმულს აძლევს დოფამინის გამომუშავებას - ნივთიერების, რომელიც იწვევს კმაყოფილების გრძნობას, და რომელსაც ორგანიზმი სექსის დროს გამოიმუშაებს. ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის სპეციალისტები 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 50 ათას, მოწიფული ასაკის ქალს და დაადგინეს, რომ ყავის მოყვარულებს უფრო იშვიათად უჩნდებათ დეპრესიის სინდრომები.

9. ზღვის მცენარეები

image
ზღვის მცენარეები ძალის მოზღვავებასა და გამოცოცხლებას იწვევს, ამაღლებს გუნება-განწყობას, ამავე დროს აჩქარებს ჭრილობების მოშუშებას მაგნიუმის, პანტოთენის მჟავისა და В2 ვიტამინს შემცველობის ხარჯზე. პანტოთენის მჟავა არეგულირებს ნორმალურ ფუნქციონირებას თირკმელზედა ჯირკვლებისა, რომლებიც გამოიმუშავებს ადრენალინს. პანტეთონის მჟავის ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ მიდრეკილებას.

10. თესლოვანები და პარკოსნები

image
ბრიტანელმა დიეტოლოგებმა, სარა შენკერმა და კრისტი ფერგიუსონმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ გოგრის თესლი და პარკოსნები განწყობას უფრო სწრაფად აუმჯობესებს, ვიდრე ტკბილეული და შოკოლადი. ეს პროდუქტები ორგანიზმს უზუნველყოფს ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, და ამავე დროს, ხელს უწყობს კმაყოფილების ჰორმონის, სეროტონინის წარმოქმნას.





2
842
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
842
  
2015, 12 ივნისი, 21:10
გავაზიარე
2015, 12 ივნისი, 17:34
ნაყინი დაავიწყდათ
0 1 2