რიანა, სელენა გომესი, ბრიტნი სპირსი, დაუტცენ კრეზი... საინტერესოა, როგორ საცურაო კოსტიუმებს ირჩევენ ყველასათვის ცნობილი ლამაზმანები 2015 წლის საბანაო სეზონისთვის.
1. რიანა, რომელსაც უყვარს პუბლიკის შოკირება საკმაოდ ღია ტანსაცმლით, პლიაჟზე შედარებით თავშეკავებული სამოსი ირჩია: სადა თეთრ ბიკინზე გამჭვირვალე, სექსუალური მოკლე შორტები. ამ ყველაფერს ემატება ღია ფერის შარფი და რეტრო სტილის სათვალე.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010514846204.jpg)
2. 2015 წლის კანის კინოფესტივალზე ჩასულმა სიენა მილერმა გადაწყვიტა სასარგებლო სასიამოვნოსთვის შეეთავსებინა და პლაჟზე გასარუჯად გავიდა. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ მისი არც თუ ისე მოკრძალებული, ნაზი ყვავილების უზორით გაფორმებული ბიკინი. როგორც ჩანს, საყვარელ ბოჰემურ სტილს მსახიობმა არც ამჯერად უღალატა.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010521146204.jpg)
3. ბრიტნი სპირსის წლევანდელი არჩევანი ღია ცისფერ სპორტულ ბიკინიზე შეჩერდა, რომელშიც, ყოფილი პოპ-პირნცესა საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება...თუმცა რა შუაშია აქ პანამა ცოტა გაუგებარია.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010525046204.jpg)
4. ანიმალისტური თემა ისევ მოდაშია, ამიტომ დაუტცენ კრეზმა ლეოპარდის გამოსახულებიან, ერთიან, მოტკეცილ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010530446204.jpg)
5. მაილი საირუსმა, რომელიც სცენაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ ისე მოკრძალებულად გამოიყურება, პლაჟზე უპირატესობა სადა, შავ ბიკინს მიანიჭა და დაუმატა მას 70-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი განიერი შლაპა.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010531846204.jpg)
6. უმა თურმანი 45 წლის ასაკშიც კი მშვენივრად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ სამი შვილის დედაა. საცურაოდ მან სექსუალური, სადა შავი კოსტიუმი აირჩია, რომლის ლიფიც ხაზს უსვამს ლამაზმანის მშვენიერ მკერდს.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010533646204.jpg)
7. სელენა გომესმა ბოლო დროს მომატებული ზედმეტი კილოგრამების დაფარვა გადაწყვიტა და პლაჟისთვის შავი, გეომეტრიული ჩალისფერი ფიგურებით გაწყობილი საბანაო კოსტიუმი შეარჩია. ამგვარი კომბინაცია მშვენივრად ახერეხებს საჭირო ილუზიის შექმნას.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010534946204.jpg)
8. ფერგიმ უპირატესობა მიანიჭა აბსტრაქტურლი უზორის საცურაო კოსტიუმს: კლასიკური სტილის ბიკინი ორიგინალური პრინტებით.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010563146204.jpg)
9. მიშელ როდრიგესმა არჩევანი შეაჩერა მეტალის დეტალებით გაწყობილ თეთრ კოსტიუმზე. როგორც ჩანს, თეთრი ფერი წელს პლაჟის ტრენდია.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010542846204.jpg)
10. კორტნი კარდაშიანმა წელს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პლაჟის სახე შექმნა: შავი რეტროს სტილის საცურაო კოსტიუმი მონოკინის ელემენტებით, თეთრი პანამა და 60-იანი წლების სტილის ფართე მზის სათვალე.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010544446204.jpg)
11. ჯიჯი ჰადიდის არჩევანი შეიძლება ჩაითვალოს რეტრო სტილის ყველაზე წარმატებულ არჩევანად. როგორც ჩანს, Victoria’s Secret-ის მოდელი კარგად ერკვევა ბიკინებში, რადგან "ბებიების" ტრუსიც კი მშვენივრად უხდება მის მიერ არჩეულ ლუკს.
![როგორ საცურაო კოსტიუმებს ატარებენ
ვარსკვლავები 2015 წელს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061010551546204.jpg)
სიახლე საუკეთესო,