ვარსკვლავები ცნობილი ქალბატონები, რომლებიც "შიშვლები" გამოჩნდნენ MTV VMA 2016-ზე 2016, 2 სექტემბერი, 15:08 28 აგვისტოს ნიუ-იორკში ჩატარდა გრანდიოზული ვარსკვლავური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ცნობილ სახეს უყრის თავს. ცნობილებმა, განსაკუთღებით ქალბატონებმა, ტრადიციას წელსაც არ უღალატეს და წითელ ხალიჩაზე საკმაოდ პროვოკაციული ჩაცმულობით წარსდგნენ.
MTV VMA 2016-ის დაჯილდოება, რომელიც მედისონ-სკვერ-გარდენზე ჩატარდა, უკანასკნელი რამდენიმე თვის ყველაზე "შიშველი" ღონისძიება აღმოჩნდა ქალბატონების სამოსის მხრივ. სანახაობა მართლაც რომ "საინტერესო" იყო. ![]() კარდაშიანის სამოსი უკვე აღარავის აკვირვებს, რასაც ვერ ვიტყვით ბიონსეზე. ფემინისტი ქალბატონი არც თუ ისე ხშირად ანებივრებს თაყვანისმცემლებს "შიშველი" კაბებით. თუმცა MTV VMA 2016-ისთვის მან გამონაკლისი დაუშვა. კაბა, რომლითაც ბიონსე პუბლიკის წინაშე წარსდგა, მხოლოდ სანახევროდ იყო "შიშველი": მომღერლის მკერდს ფუმფულა მომწვანო ფერის ბუმბულები გულმოდგინედ ფარავდა, ქვედა ნაწილის დანახვა კი, გამჭვირვალე ქსოვილის ქვეშ ყველას შეეძლო. რამდენიმე ვარსკვლავმა, თითქოდა პირიც კი შეკრა და გადაწყვიტა პუბლიკისთვის ბებიების დროინდელი გიპიურებიანი თეთრეული ეჩვენებინა. მათ შორის აღმოჩნდნენ რიტა ორა, ეშლი გრემი, ჰეილი ბოლდუინი და ემბერ როუზი. ისეთებიც იყვნენ, ვინც იმ საღამოს ქვედა საცვლებზე საერთოდ თქვეს უარი, მაგალითად შანელ უესტ კოსტი. მან წითელი ხალიჩისთვის ტყავის მინი ქვედაბოლო და აჟურული ტოპი აირჩია. ბიონსე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 913 7-ს მოსწონს
|