ვარსკვლავები 10 წარმატებული მოდელი, რომლებიც ოდესღაც მამაკაცები იყვნენ 2015, 13 ივნისი, 7:11 სულ რაღაც რაღაც სამი-ოთხი წლის წინ მოდის ინდუსტრიის მესვეურები ვერც კი წარ ოიდგენდნენ, რომ ყველაზე ავტორიტეტული მოდური ჟურნალების გარეკანებსა და ბილბორდებს დაიპყობდნენ ისინი, ვისზეც ადრე ლაპარაკიც მიუღებელი იყო. მაგრამ ეს დროც მაინც დადგა. ჯერ იყო 2014 წელს ევროვიზიაზე კონჩიტა ვურსტის გამარჯვება, შემდეგ კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი, რომელიც მოულოდნელად ქალის სახით წარსდგა ყველას წინაშე. ამგვარად, მოგვწონს თუ არა, ფაქტი ისაა, რომ დღეს სულ უფრო მეტი ამგვარი „უჩვეულო“ ქალბატონი იკვეთება, ანუ ის, ვინც პლასტიკური ოპერაციის დახმარებით სქესი შეიცვალა. ამგვარი ტრანსგენდერების რიცხვი სამოდელო ბიზნესში განსაკუთრებით დიდია. გთავაზობთ გადახედოთ ყველაზე წარმატებულ მოდელებს, რომლებიც ოდესღაც მამაკაცები იყვნენ, დღეს კი "ქალებად" არიან ქცეულნი. 1. ანდრეა პეჟიჩი, 23 წლის სერბო-ხორვატიული წარმოშობის ავსტრალიელი მანეკენი, ანდრე პეჟიჩი წლების განმავლობაში მუშაობდა უნივერსალურ მოდელად - ახდენდა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ტანსაცმლის დემონსტრირებას. ახალგაზრდა, რომელსაც The New York Time-მა „მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ბიჭი" უწოდა, თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორიცაა Vogue, Dazed & Confused, Wonderland, და დიზაინერებთან: ჟან-პოლ გოტიე და მარკ ჯეიკობსი. 2014 წელს ანდრემ გადაწყვიტა სქესის შეცვლისთვის ოპერაციის გაკეთება (ეს აზრი მას 13 წლის ასაკიდან მოსვენებას არ აძლევდა). და სულ მალე, ლონდონის მოდის კვირეულზე ანდრე ანდრეამ შეცვალა. ამის შემდეგ მას ცნობილი კოსმეტიკური ფირმის - Make Up For Ever- სახედ გახდომა შესთავაზეს. . 2. ლავერნ კოკსი, 31 წლის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ადვოკატი ლავერნ კოკსი სქესის შეცვლაზე პირველად 11 წლის ასაკში დაფიქრდა. მისივე თქმით, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა იმიტომ, რომ არაკომფორტულად გრძნობდა თავს მამაკაცის სხეულში. ტრანსგენდერი მსახიობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინონამუშევრად იქცა სერიალი „ნარინჯისფერი - სეზონის ჰიტი“. 2015 წელს ლავერნ კოკსი პირველი ქალი-ტრანსგენდერი გახდა, რომელიც ჟურნალ Time-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოს თან ახლდა წარწერა: „გარდატეხის მომენტი ტრანსგენდერებისთვის: ამერიკაში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის ახალი საზღვარი“. 3. ინეს რაუ, 25 წლის სამოდელო ბიზნესში გოგონა-ტრანსგენდერი, ინეს რაუ 2014 წელს გამოჩნდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში მან შეძლო გოგოდ ქცეული უცნობი ბიჭიდან მოთხოვნად მოდელად ქცეულიყო. იგი მუშაობდა ჟურნალებთან Playboy, Vogue Italia და Oyster. კრიტიკოსები თვლიან, რომ ინესის სამოდელო კარიერის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, ტაისონ ბეკფორდთან პროვოკაციულმა ფოტოსესიამ. 4. ჯინა როსერო, 34 წლის ფილიპინელი წარმოშობის ამერიკელი მანეკენი ჯინა როსერო, წლების მანძილზე მეგობრებისგანაც და სამოდელო აგენტებისგანაც მალავდა, რომ ოდესღაც კაცი იყო. თუმცა, თუ მის ფოტოებს გადავხედავთ, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ამის შესახებ ეჭვიც კი არავის გასჩენია. სქესის შეცვლის ოპერაცია ჯინამ ფილიპინებზე გაიკეთა 17 წლის ასაკში. ბიჭიდან გოგოდ ქცეული მომავალი მოდელი კარიერის დასაწყებად აშშ-ში გაემგზავრა. ახლადგამომცვარმა გოგონამ წარმატებას მართლაც მიაღწია. იგი უკვე 12 წელზე მეტია თანამშრომლობს წამყვან სააგენტოებთან. თავის ტრანსგენდერულობის შესახებ მან მხოლოდ 2014 წელს განაცხადა საჯარო. 5. არის ვანზერი მერიკელი მოდელი-ტრანსგენდერი არის ვანზერი ასაკს საგულდაგულოდ მალავს, ისევე, როგორც თავისი ბოგრაფიიდან სხვა ბევრ ფაქტს. მოდის სამყაროში არისზე რამდენიმე წლის წინ ალაპარაკდნენ, მას შემდეგ, რაც მანეკენმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრედის, Topshop-ის ჩვენებებში. გოგონა-ტრანსგენდერს სამოდელო კარიერაში კარგი სამსახური გაუწია აშშ-ში პოპულარული შოუს - „კარდაშიანების ოჯახის“ - მონაწილესთან, მანეკენ ჯენერ კენდალთან სკანდალმა. არისმა განაცხადა, რომ ჯენერი დამოუკიდებლად, შოუში მონაწილეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. 6. კარმენ კარერა, 30 წლის ამერიკელი მოდელი, კარმენ კარერა სულ რამდენიმე წლის წინ მამაკაცი იყო, სახელად კრისტოფერი. ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა პოპულარულ რელიტი-შოუში, RuPaul’s Drag Race-ში მონაწილეობის შემდეგ. დღეს კარმენი ფოტოსესიებს აწყობს ჟურნალისთვის W Mаgazine და თანამშრომლობს ავტორიტეტულ სამოდელო სააგენტოსთან Elite Model Management. 7. ლეა ტი, 34 წლის ბრაზილიელმა ლეონარდო ცერერამ ქალად ქცვა 2012 წელს გადაწყვიტა. მანამდე ახალგაზრდა კაცი დიდხანს თანამშრომლობდა წამყვან ამერიკულ სააგენტოებთან „გოგონა-ასისტენტის“ რანგში. მას შემდეგ, რაც სქესი და სახელი შეიცვალა და ლეონარდო ლეა ტიდ იქცა, ახალი და საინტერესო შემოთავაზებებიც გაჩნდა. ლეა გახდა პრესტიჟული მარკის, Givenchy-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი. 8. ჰარი ნეფი, 22 წლის კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰარი ნეფი ბავშვობიდან ოცნებობდა პოდიუმზე. წელს ახალგაზრდამ საჯაროდ აღიარა, რომ ქალად „იქცა“ და მოდის ინდუსტრიის დაპყრობას აპირებს. თუმცა სქესის შეცვლის ოპერაცია ჰარის ჯერ არ გაუკეთებია. ჰარის პირველ მნიშველოვან ნაბიჯად იქცა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დებიუტი. 22 წლის მოდელ-ტრანსგენდერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებზე. ცოტა ხნის წინ ჰარიმ მიიღო თანამშრომლობის შეთავაზება ცნობილი IMG Models-ისგან. 9. აისის კინგი, 29 წლის პოდიუმისა და ფოტომოდელი აისის კინგი ცოტა ხნის წინ იყო მამაკაცი, სახელად დერელ უოლსი. ოპერაციის გასაკეთებლელი თანხის ნაწილი მას აუნაზღაურა ამერიკელმა სუპერმოდელმა, ტაირა ბენკსმა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მის კოლეგებსა და სამოდელო სააგენტოებში. ოპერაციის შემდეგ აისის შესთავაზეს ბალტიმორში გამათულ მოდის კვირეულში მონაწილეობა. აისისის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენი გახდა 2012 წელს მონაწილეობა შოუში „ტოპ-მოდელი ამერიკულად“. იგი პირველი გოგონა-ტრანსგენდერია, ვინც ამ შოუში მონაწილეობაზე მოწვევა მიიღო. დღეისთვის აისის აშშ-ში ცნობილი სარეკლამო ბრენდის, American Apparel-ის სახეა. 10. კარინა მინაევა, 23 წლის სულ რამდენიმე წლის წინ, უკრაილენ ტრანსგენდერ-მოდელს, კარინა მინაევას მეგობრები და ნათესავები კოსტიას ეძახდნენ. კონსტანტინმა სქესის გამოცვლა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც სამედიცინო კოლეჯის პირველ კურსზე ჩაირიცხა. თუმცა ოპერაცია მას ჯერ არ გაუკეთებია. ამჟამად, კონსტანტინე, რომელიც თავის თავს კარინას უწოდებს, აქტიურად ემზადება გარდასახვისთვის და იღებს ჰორმონალურ პრეპარატებს. 2015 წელს კარინას კარიერაში აღმასვლა დაიწყო. შოუში „სუპერმოდელი უკრაინულად“ მონაწილეობის შემდეგ, მას შესთავაზეს მთავარი როლი ეთამაშა პოლონელი რეჟისორის ფილმში, რომლის სახელწოდება ჯერ-ჯერობით საიდუმლო რჩება. ფილმის გადაღება უკვე დასრულებულია და პრემიერა 2015 წლის ბოლოს იგეგმება. სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებში მოდელი-ტრანსგენდერების შესახებ ერთიანი ჩამოყალიებებული აზრი ჯერ არ არსებობს. ერთნი მათ მხოლოდ დროებით გატაცებად მიიჩნევენ ინდუსტრიისა, რომელიც ცნობილია თავისი ცვალებადობით. სხვების აზრით კი მამაკაცური წარსულის მქონე გოგონა-მოდელები ახალი, სერიოზული მოვლენაა, რომელსაც შეუძლია კორექტივები შეიტანოს სილამაზის შესახებ არსებულ წარმოდგენებში და დაარღვიოს ტაბუები. 838 9-ს მოსწონს
|