მთელი ზამთარი ზაფხულზე ვოცნებობთ... და აი, დგება სანატრელი ზაფხული და მასთან ერთად თავს იჩენს უამრავი გამაღიზიანებელი პრობლემა: ოფლიანობა, უსიამოვნო სუნი, მზეზე დამწვრობა... გთავაზობთ ყველაზე გამაღიზიანებელი "კოშმარების" ხუთეულს, რომელთა ბრძოლად ამ ზაფხულში ბევრს მოუწევს და, მათთან ბრძოლის ეფექტურ ხერხებს.
1. დახუთულობა
![5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის
და მათთან ბრძოლის ხერხები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015060822530846204.jpg)
დახუთულობა - ეს არა მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, არამედ საკმაოდ საშიში მდგომარეობაც. ჰაერის უკმარისობა, გულისრევა და სისუსტე - ეს ყველაფერი გონების დაკარგვით შეიძლება დასრულდეს. თუ იმდენად დახუთულობას გრძნობთ, რომ გგონიათ, მეტს ვერ გაუძლებთ, სასწრაფოდ ზომების მიღებაა საჭირო.
როგორ ვებრძოლოთ: თუ ტრანსპორტში ხართ, უფრო სწორად, დგახართ, ნუ მოგერიდებათ, ითხოვეთ დახმარება და ადგილს დაგითმობენ. როცა დაჯდებით, მაშინვე დადეთ თავი მუხლებზე. ამგვარად ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება და, შესაბამისად, ჟანგბადიც.
2. ოფლიანობა
![5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის
და მათთან ბრძოლის ხერხები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015060822532346204.jpg)
ანტიპერსპირანტების უმრავლესობა ზაფხულში უძლურია, განსაკუთრებით, ოფისში თუ მუშაობთ და დრესკოდის დაცვა გიწევთ.
როგორ ვებრძოლოთ: დაივიწყეთ მოტკეცილი ტანსაცმელი. შეცვალეთ იგი თავისუფალი ტანსაცმლით, რომელიც არ გეკრობათ ტანზე და "სუნთქავს". ანტიპერსპირანტები შეიძინეთ არა მაღაზიაში, არამედ აფთიაქში, თან ისეთები, რომლებზეც აღნიშნულია "გრძელვადიანი მოქმედების".
3. "გადაყვლეფილი" ფეხები
![5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის
და მათთან ბრძოლის ხერხები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015060822533946204.jpg)
ახალი სანდლები და ფეხსაცმელები ზაფხულში ნამდვილ კოშმარად იქცევა ხოლმე.
როგორ ვებრძოლოთ: ამაში კარტოფილი დაგეხმარებათ. ტეფებზე წაისვით კარტოფილის წვენი. კრახმალი კანს გააშრობს და ტერფი ფეხსაცმელში აღარ ისრიალებს.
4. მზეზე დამწვრობა
![5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის
და მათთან ბრძოლის ხერხები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015060822535946204.jpg)
მზეზე დაწვა მხოლოდ კურორტზე წასულ და პლაჟზე გასარუჯად წამოწოლილ ადამიანებს არ ემუქრებათ. მზე ყველაგან "თან გვდევს" და მზად უნდა ვიყოთ მასთან "შესახვედრად".
როგორ ვებრძოლოთ: მზეზე დამწვარი კანის მოსარჩენად აავსეთ აბაზანა გრილი წყლით, ჩაასხით მასში ორიოდე ჭიქა ძმარი და ჩაწექით 15 წუთით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ და დაზიანებულ ადგილებზე "პანთენოლი" წაისვით.
5. კანის გაღიზიანება
![5 კოშმარი, რომელიც ამ ზაფხულში გველის
და მათთან ბრძოლის ხერხები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015060822541446204.jpg)
ზაფხულის დადგომასთან ერთად გოგოების ქვედაბოლოები თანდათან მოკლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო ხშირად ხდება საჭირო ფეხების (და არა მხოლოდ ფეხების) გაპარსვა. ამიტომ კანიც მეტად ღიზიანდება.
როგორ ვებრძოლოთ: ხშირად ცვალეთ საპარსები და გამოიყენეთ დამარბილებელი საშუალებები. კარგია, თუ კანს დაიზელთ ოხრახუშის ნახარშით. თუ ამანაც არ გიშველათ, გამოიყენეთ ჰიდროკორტიზონის მალამო, ოღონდ ხშირად არა!