x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯენიფერ ლოპესს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება მაროკოში გამართული კონცერტის გამო(ვიდეო)
image
ცნობილ პოპ მომღერალს ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და მათ შორის ქალის ღირსების შეურაცხყოფაში.



თანამედროვების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპ-დივას ორწლიანი პატიმრობა ელოდება.მაროკომ საჩივარი შეიტანა სასამართლოში "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის".მისი ინიცატორია ჯგუფი, რომელიც განათლების სისტემას კურირებს ამ ქვეყანაში.


29 მაისს ჯენიფერ ლოპესმა ჩვეულებრივად გამართა კონცერტი რაბათში, რომელიც საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედიოდა.

image


მის შოუს ელემენტებში იყო აშკარად ღია კოსტუმები და საკმაოდ ეროტიული სცენები.კონცერტის ტრანსლირება ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცემოდა.


როგორც ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, 45 წლის ლოპესმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყო ქალის ღირსება და გამოავლინა მათ მიმართ უპატივცემლობა".

ამრიგად, მაროკოს კანონების მიხედვით მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.


"თავის ლეგენდარული უკანალი ისე გაიქნია, რომ კინაღამ რევოლუცია დაიწყო მაროკოს ქუჩებში"-ნახევრად ირონიულად აღნიშნავს ინტერნეტგამოცემა TMZ.



აღსანიშნავია, რომ ეს მისი ამ ქვეყანაში გამოსვლის პირველი შემთხვევა არაა, ლოპესმა შარშანაც გამართა კონცერტი მაროკოში, თუმცა მაშინ ტელევიზიით არ გადაიცემოდა.


1
738
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
738
  
0 1 1