ფეხბურთი უცნაური წყვილი პიკე და პუიოლი 2015, 7 ივნისი, 18:41
გულახდილად, რომ ვთქვათ, არ არის აუცილებელი მსოფლიოს თასის მფლობელებს უყვარდეთ ერთმანეთი, მიუხედავად მინდორზე ნაყოფიერი ურთიერთობისა და მეგობრობისა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საფუძვლიანად ცვლის.
მათ შორის ათწლიანი ასაკობრივი სხვაობაა, სრულიად განსხვავებულად იზრდებიდნენ, რადიკალურად განსხვავდებიან ასევე სტილით, ვარცხნილობით ცხოვრებისეული გამოცდილებით - და მაინც ჩამოყალიბდნენ მტკიცე მეგობრებად.
23 წლის ასაკისთვის კარლეს პუიოლს არც მსოფლიოს თასი ჰქონდა მოგებული და არც ჩემპიონთა ლიგის მედალი, არს სუპერვარსკვლავი გახლდათ, არც ესპანური ტანსაცმლის "მანგოს" სახედ აურჩევიათ არც ავტობიოგრაფია გამოუცია.
ასე რომ, არც ერთი ჯილდო არ ჰქონდა, რომელსაც ამ ასაკისთვის პიკე უკვე ფლობდა. პიკე არ უარყოფს, რომ ის მთელი თამაშის განმავლობაში ერთნაირად კონცერტრირებული არ არის. პუიოლი კი ადასტურებს, რომ მისი ახალგაზრდა პარტნიორის ხალისიანმა ხასიათმა ასწავლა, რომ არ არის აუცილებელი წელიწადში 365 დღე დაძაბული და სერიოზული იყო. მინდორს მიღმა პიკე პუიოლს ამშვიდებს, მინდორზე უფროსი მეგობარი თავის თანაგუნდელს ჰკიცხავს, როცა ის წამის მეასედით მაინც მოეშვება ხოლმე. როცა პიკე 2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 5 მლნ სტერლინგად უკან დაიბრუნეს, ის ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, ვინც კლუბს მოლოდინი არ გაუცრუა. გავიხსენოთ ვინ დახვდა მას გასახდელში. პუიოლი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად, სულ ახალი მოგებული ჰქონდა "ევრო 2008" მისი მუდმივი პარტნიორი ცენტრალურ დაცვაში, ამაყი მექსიკელი რაფა მარკესი, მილიტო, ერიკ აბიდალი, და მარტინ კასერასი. ის რომ პიკემ პუიოლს უბიძგა შეეკრა სამკაციანი "რეტ პეკი" ჩესკ ფაბრეგასთან ერთად და რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეჭვგარეშეა, რომ პიკეს შემომატებამ გუნდზე კარგი გავლენა მოახდინა, როგორც მინდორზე ისე მის მიღმა. ჩავიმ აღნიშნა" : ჟერარის ჩამოსვლის დღიდან ყველა რაღაცნაირად, უფრო დამშვიდდა. პიკე ჩვენს გუნდში მთავარი ხუმარაა. ნებისმიერი გამასხარავების მოთავეა - მობილურ ტელეფონს შეეხება ეს, თანაგუნდელთა ფეხსაცმელს თუ ტანსაცმელს. ბარსას უცნაურმა წყვილა ოხუნჯობის იმ დონეს მიაღწია, რომელიც უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, სწორედ პუიოლმა და პიკემ მოიფიქრეს მსოფლიოს თასის მოგების აღსანიშნად მადრიდში დაგეგმილი ზეიმის დროს ფაბრეგასისთვის სიურპრიზის მოწყობა - აღტაცებული ხალხის წინაშე, პეპე რეინას მიერ მისი წარდგენის მომენტში თავზე ბარსას მაისურის წამოცმა. ამ ოინს მაშინ აღტაცება ყველა მხრიდან არ მოყოლია. როცა პიკე და პუიოლი "კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს სათასო მატჩს "სეუტასთან" რომელზეც ისინი არ დააყენეს, პიკე იმ მომენტში აღბეჭდეს ფირზე, როცა ის კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელს, თავზე მზესუმზირას აყრიდა. როცა ბრაუ ბრაზდებოდა, პიკე ჩადენილს გვერდით მჯდომ პუიოლს აბრალებდა. უცნაური წყვილის ბევრი ოხუნჯობა ტვიტერშია ასახული. მათ და ფაბრეგასმა ტვიტერში მომოწერას "მარილი" შემდეგი ფრაზით შემატეს" oooh moc moc! ეს ამბავი პიკეს მიერ ნანახი ვიდეოდან მომდინარეობს. ან ისევ ტვიტერში გაკეთებული მიმოწერა ავიღოთ. პიკე: "სწორია! ამით სრულდება ჩემი მსუბუქი მოსადუნებელი ვარჯიში. საჭმელად გავდივარ, ბავშვთან ვინმე, კარლეს პუიოლთან ერთად, რომელსაც გუნდში ფეხის მოკიდებაში ვეხმარები!" პუიოლი: "ათასი მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, ორივე ერთდროულად მოვახერხებთ პენსიაზე გასვლას. შენ რამდენი წელი დაგრჩა? 3? 4? ვარჯიშის დროს აუარება რეპლიკასა და სიცილს, ყურში ჩასტვენასა და სხვა სახალისო თამაშს შეიძლება შეესწროთ. 350 2-ს მოსწონს
|