ფეხბურთი დანი ალვეში 2015, 7 ივნისი, 17:58 ![]() მარჯვენა ფლანგზე ალვეშის "ყაჩაღური" რეიდები მოწინააღმდეგის მთელ ყურადღებას იპყრობს, ამას ხშირად მოსდევს ჩაწოდება ან დარტმა, რომელიც სასურველი შედეგით გვირგვინდება. მას უყვარს მოკლე მანძილზე პარტნიორებთან პასების გაცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გონების სისხარტისა და ფეხის სისწრაფეში პაექრობას ნიშნავს. ბრაზილიელის მონაცემები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის "ბარსელონას" საფეხბურთო ბაზაზე აღიზარდა და განვითარდა. იმავე სიმაღლის და აგებულებისაა, როგორიც ჩავის, ინიესტას და მესის აქვთ. იგივე შეხედულებისაა რომელსაც კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა იზიარებს. მატჩის დამთავრების შემდეგაც ის ყოველთვის ხელმისაწვდომია. ჟურნალისტებთან სასაუბროდ "შერეულ ზონაში" ჩნდება, საკუთარ საფირმო სტილში. ამასთანავე სწორედ მას ეკუთვნის საოცარი სიტყვები, რომლითაც ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემისას ჩავი დაახასიათა: "თქვენ და მე - ორივე ერთსა და იმავე პლანეტაზე ვცხოვრობთ აი, ჩავი კი სულ სხვა სამყაროდანაა". პეპ გუარდიოლას გუნდს, ალვეშის გარეშე ნაკლები თავგადასავლები გადახდებოდა თავს - ფეხბურთელებს კი უამრავი სიხალისე მოაკლდებოდათ. 241 2-ს მოსწონს
|