მხატვრობა სანდრო ბოტიჩელისა და ელ გრეკოს მითოლოგიური და რელიგიური სურათები 2015, 6 ივნისი, 19:53 ![]() ისევე, როგორც ელ გრეკოს და მის შესანიშნავ ფერწერას. ამ ნაშრომში სწორედ მათზე ვისაუბრებ, განვიხილავ მათ მითოლოგიურ და რელიგიურ სურათებს, გავაანალიზებ მათ, შევეცდები, დაგარწმუნოთ, რომ ისინი გენიალურები არიან ამ ჟანრში. სანდრო ბოტიჩელი მისი ნამდვილი სახელია ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი, მაგრამ ცნობილია, როგორც სანდრო ბოტიცელი. იგი იყო ფლორენციის სკოლის იტალიელი მხატვარი რენესანსის პერიოდში. ის არის აღორძინების ხანის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თავისებური წარმომადგენელი.ასეთი ინდივიდუალური მხატვარი ხელოვნების ისტორიამ ბევრი არ იცის, ფაქიზი, თავისებური და იოლად გამოსაცნობი სტილის მქონე.ბოტიჩელის კვატროცენტისტად თვლიან, მაგრამ სრულიად გამორჩეული ხერხებით, განუმეორებელი ხაზებითა და მანერებით, ნერვიული მოუსვენრობით, განყენებული ფანტასტიკურობით არსებითად უარყოფს ამ ეპოქის ხელოვნების ძირითად ხასიათს: ცხოვრებისეულ უშუალობას, რეალისტური ხელწერის ერთგულებას, სამყაროს შემეცნების დაუოკებელ სურვილს. მეორე მხრივ, თუ დიდი აღორძინების ოსტატები, მისი თანამედროვეები, სურათში გარე სამყაროს მშვენიერებას აქსოვდნენ და ქმნიდნენდიადი უბრალოების ნიმუშებს, ბოტიჩელი ტავის ფიქრებშია ჩაკეტილი, თავისებურ სულიერ განცდებს აძლევს მეტ გასაქანს და უმალ ლირიკოსია ვიდრე მხატვარი, თუმცა ყალმით მუშაობს. მთელი ათი წელი იცხოვრა "ტიტანების საუკუნეში", თუმცა ამ ათი წლიდან არცერთი ნამუშევარი არ შემორჩენილა. მისთვის დამახასიათებელია ზედმეტად მშვიდი მაგრამ სევდიანი სახეები, განსაკუთრებით ხშირად ხატავდა მითოლოგიურ სიუჟეტებს, უყვარდა მადონების ხატვა, მის ნამუშევრებს იყენებდნენ ოქრომჭედლები და მოზაიკის ოსტატები.მომხიბლავია მისეული შიშველი სხეული, გამჭვირვალე სამოსელიაბრეშუმის თმა, ფანტასტიკური იდუმალება. ბოტიჩელის მუზა იყო სიმონეტა ვესპუჩი, რომელსაც ეტრფოდა ყველა, თვით მედიჩებიც კი. ეს ქალი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დახატა ბოტიჩელიმ "ვენერას დაბადება" (რენესანსის პერიოდის ქალის იდეალი). ![]() ![]() ![]() სურათი არის ვერტიკალურად წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის.სურათის კოლორიტი ლოკალურია. მასზე გამოსახულიაქრისტეს დატირება, საინტერესოა სახეები სურათზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახეები ძალიან სევდიანია. მოქმედება ვითარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ იგიმთლიანად განათებულია და არ საჭიროებს დამატებით სინათლის წყაროს.ბოტიჩელის შემოქმედება თავისებური პოეტური სინთეზია გოთიკისა და აღორძინების იდდეალების.მას "მეორე გოთიკის" უდიდეს ოსტატს უწოდებენ. "მხოლოდ პოლაიოლოს მხატვრების წინამძღვრებიდან შეგვიძლია ავხსნათ სანდრო ბოტიჩელის სტილი“ (ბ.ვიპერი) სანდროს ნამუშევრებში ოქროსფერი სჭარბობს, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ყრმა იმ დროისათვის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ოქროსფერის სიყვარულიც.მისი ინტერესი მხატვრობისადმი თავიდანვე გამოიხატა, აშკარა იყო, რომ ოქრომჭედლობაზე მეტად ფერწერა იტაცებდა, ამიტომ, იგი მიაბარეს სახელოვან ბერს, ფრა ფილიპო ლიპის. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისაგან მან გადაიღო ის ვნებიანი მისწრაფება, ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული რაც ლიპის სურათებს ახასიათებს. განიცდიდა ვეროკიოს, მანტენიოს, და სხვათა გავლენასაც, მაგრამ ჰაეროვნება და ფანტასტიკის სიყვარული საკუთრივ ბოტიჩელის მონაპოვარია.70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478წ.წ.). ს. „მოგვთა თაყვანისცემა“ ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია. სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე. ![]() გაზაფხული. ელ გრეკო ელ გრეკო არის ბერძნული წარმოშობის ესპანელი რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი.როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს, რითაც ხაზს უსვამდა თავის ბერძნულ წარმოშობას. ის დაიბადა კრეტაზე, რომელიც იმ პერიოდში ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი იყო. 26 წლის ასაკში ვენეციაში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც იმ ხანად ჩვეული მოვლენა იყო ბერძენი მამაკაცებისთვის, რომელთაც უკეთესი განათლების მიღება სურდათ. 1570 წელს ის რომში გადადის, სადაც სახელოსნოს ხსნის და ნამუშევართა მთელ სერიას ქმნის. იტალიაში ყოფნის პერიოდში განავრცო ელ გრეკომ თავისი სტილი ვენეციური რენესანსის მანიერიზმის ელემენტებით. 1577 წელს ის ტოლედოში, ესპანეთი, გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. სწორედ ტოლედოში შექმნა მან თავისი საუკთესო ნამუშევრები. ჟოზეფ ფრაის ეკუთვნის სიტყვები: "ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე... ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიცვენოს." ეს უდიდესი მხატვარი საოცარი სიღრმით სწვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს. მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფმხედველობა ცამოაყალიბა. ![]() სურათი ოდნავ ჰორიზონტალურად წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა, შესრულებულია ზეთში, ტილოზე, დათარიღებულია 1610-1614 წლებით, ინახება აშშ-ში ეროვნულ გალერეაში. სურათი მუქ ფერებშია შესრულებული, კოლორიტი კი ლოკალურია, სურათი შექმნილია მითოლოგიური სიუჟეტის მიხედვით, სადაც ლაოკოონი იყო აპოლონის ქურუმი. მან აპოლონის ნების საწინააღმდეგოდ იქორწინა და ქვეყანას საკუთარი შვილები მუვლინა. აპოლონი სასტიად განრისხდა მასზე, ვინაიდან ლაოკოონი და მისი მეუღლე აპლონის ქანდაკების ქვეშ შეწყვილდნენ. ერთ-ერთი ტროელის, ანთენორისგადმოცემით, მისი ორი შვილი ტყუპები იყვნენ. ერთი ვერსიით, აპოლონმალაოკoონის მოსაკლავად გააგზავნაორი გველი, რომლებმაც ზღვა გადაცურეს და შეჭამეს ლაოკონტის შვილები ანტიფანტი და თიმბროსი, ხოლო შემდეგ თვით ლაოკონიცმოგუდეს. მეორე ვერსიით, ყველაფერი ათენას განრისხებას მოჰყვა და გველებმა თავი ათენას ქანდაკების ფარს შეაფარეს (ან ისინი კუნძულ კალიდნიდან მოცურდნენ და ადამიანებად გადაიქცნენ). არქტინის ვერსიით, გველებმა მხოლოდ ლაოკოონი და მისი ერთი შვილი მოკლეს. ერთ-ერთი მითის მიხედვით კი გველების მიერ მხოლოდ მისი შვილები იქნენ გაგუდულნი, ხოლო თვით ლაოკოონი ცოცხალი გადარჩა, რათა სამუდამოდ ეტირა საკუთარი ბედი. ![]() ![]() 1811 5-ს მოსწონს
|