დიეტოლოგია 2015 წლის ყველაზე მოდური დიეტა სახელწოდებით - "Atkins Diet" 2015, 6 ივნისი, 13:42 "Atkins Diet" აგებულია და სასტიკად ზღუდავს ისეთ პროდუქციას, რომლებიც დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავენ და ამიტომ პროფესორი რობერტ ატკინსი ვიტამინების ტაბლეტების სახით და მინერალური წყლების მიღებას ურჩევდა პაციენტებს. ცნობილი დიეტა ოთხი ეტაპისგან შედგება და რაც ყველაზე მთავარია, დიეტის დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ფრინველის, ყველის, მცენარეული ზეთის, ნებისმიერი თევზის, ხორცის, კვერცხის, მაიონეზის, ბოსტნეულისა და სალათის ფოთლების შეზღუდული ოდენობით ჭამა.
ამ დიეტით კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლო, კოფეინი, თხილის ან ნიგვზის მიღება.
ორი კვირის შემდეგ კი დიეტა იცვლება და მენიუში ნახშირწყლების გაორმაგებას გულისხმობს.ასე, რომ ორ კვირაში გადავდივართ მარცვლეულის, იოგურტის, მაკარონის, პურისა და რძის დიეტაზე, რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პროდუქტიდან მხოლოდ 20 - 20 გრამი უნდა მივიღოთ დღეში).
ეს დიეტა გულისხმობს საკვების შემცირებული რაოდენობით მიღებას და ზიზღს ცხიმის მიმართ.ლოგიკურად ჟღერს დიეტის დაცვის შემთხვევაში სასურველი რეზულტატის მიღება, თუკი შევძლებთ და შეგვზიზღდება ცხიმი, რაც ისედაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
რა შედეგებს უნდა ველოდოთ დიეტის დაცვის ერთი თვის შემდეგ? - 5 - დან 10 კილოგრამამდე წონის დაკლების გარანტიას იძლევა აღნიშნული დიეტა. ცნობისათვის, " ატკინსის" დიეტაზე ისხდნენ ჯენიფერ ანისტონი, რენე ზელვეგერი და ბენ აფლეკი. რა უკუჩვენებები შეიძლება გამოიწვიოს ამ დიეტამ? პირველ რიგში სასურველია და რეკომენდირებულია მხოლოდ 40 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის, რადგან არ არის გამორიცხული პრობლემები შეექმნას თირკმელს, კუჭ - ნაწლავს, ფარისებრ ჯირკვალს, ასევე მოსალოდნელია პრობლემები გულის, იმუნური და დიაბეტის. დოქტორი ატკინსი პაციენტებს ფეხშიშველა სიარულსაც კი ურჩევდა დიეტის დროს, მაგრამ ცნობილია, რომ თავად ის 117 კილოგრამი გარდაიცვალა - წერს წყარო. 224 9-ს მოსწონს
|