x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაფერი რაც კი არ იცოდით, პლანეტა მარსის შესახებ!
სამყაროში ყველაფერი, მიკროორგანიზმებით დაწყებული და უზარმაზარი ციური სხეულებით თუ მაკროკოსმოსით დამთავრებული იბადება, ვითარდება და კვდება.

იყო დრო, როცა დედამიწა არ არსებობდა. იგი დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა მზესთან და მზის სისტემასთან ერთად ვარსკვლავური მტვრისგან.

დღევანდლამდე მან ცვალებადობის დიდი გზა განვლო. შესაძლო კატაკლიზმების გამო, დღეს დედამიწა საფრთხეშია.


image




გლობალური დათბობა, ასტეროიდების შემოჭრა, ცოცხალი ორგანიზმებისათვის სახიფათო მილიონობით მიკრობის ზრდა, ბირთვული რეაქტორების აფეთქება და ბოლოს, რაც შორეულია, მაგრამ გარდაუვალი – მილიონობით წლის კაშკაშა ნათების შემდეგ მზის საწვავი იწურება და ის არსებობას წყვეტს. მანამდე კი ის წითელ ზეგიგანტად გადაიქცევა და ის რაც აქამდე სიცოცხლის საფუძველი იყო, მისი მოსპობის მიზეზად გადაიქცევა.


imageimage



როგორ შეიძლება საფრთხიდან თავის დაღწევა და სიცოცხლის გადარჩენა? მეცნიერები გამოსავალს ჩვენსავე გალაქტიკაში, კერძოდ მზის სისტემაში, დედამიწის ასლის შექმნაში ხედავენ. ამისათვის უნდა შეირჩეს ისეთი პლანეტა, რომელიც თავისი თვისებებით რამდენადმე უახლოვდება დედამიწას.



image


ასეთად მივიჩნიეთ პლანეტა მარსი. კოსმოსური ზონდებიდან მიღებული ინფორმაციით მარსზე აღმოჩენილია წარსულში სავარაუდო სიცოცხლის არსებობის კვალი, ხოლო იუპიტერის 16 თანამგზავრიდან ერთ-ერთზე, “ევროპაზე“ აღმოჩენილია ყინულოვანი საფარი, რომლის ქვეშაც მოსალოდნელია ბაქტერიების არსებობის პირობები იყოს.


imageimage


პლანეტა მარსი:


მასა: -6.4185*1023 კგ
დიამეტრი: -6790 კმ
სიმკვრივე: -3.934 გ/სმ3
გრავიტაცია ეკვეტორზე: -3.69 მ/წმ2 ანუ 0, 376 g
წნევა: - 0, 7-0, 9 კპა
საშ.მანძილი მზიდან: -227936637 კმ
საშ.ორბიტ.სიჩქარე: – 24077 მ/წმ
ზის ირგვლივ მოძრაობის დრო: - 687 დღე-ღამე
მეორე კოსმოსური სიჩქარე: – 5072 მ/წმ

ატმოსფეროს ძირითადი შემადგენლობა: - ნახშირბადი – 95, 32 %, აზოტი– 2, 7 %,
არგონი – 1, 6 %, ჟანგბადი – 0, 13%


image


მარსი მზის სისტემის მეოთხე, დედამიწის მომდევნო პლანეტაა.


image


ზოგჯერ წითელ პლანეტასაც ეძახიან, რადგან მისი მთლიანი ზედაპირი რკინის ჟანგეულითაა დაფარული.თავისი მრავალი მახასიათებლებით მარსი დედამიწის მსგავსია. აქ 25 საათიანი დღე-ღამეა. ზედაპირი ვულკანებითა და დაბლობებითაა დაფარული, ხოლო პოლუსებზე მდებარე ყინული სეზონის მიხედვით იზრდება და მცირდება. მთა ოლიმპი – ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში. მისი სიმაღლე 28 კმ-ია, ზედაპირზე არსებული მშრალი და კლაკნილი ხეობები იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც მდინარეები მიედინებოდა. მილიარდობით წლის წინ მარსსაც ქონდა ატმოსფერო, რომელსაც სიცოცხლის უზრუნველყოფა შეეძლო. დროთა განმავლობაში ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა. დღეს მარსი ყინულოვანი უდაბნოა. აქ ზამთარში ტემპერატურა -120-მდე ეცემა, ზაფხულში 0 c-დან 30 c- მდე მერყეობს.


image


მარსს ორი თანამგზავრი ჰყავს: ფობოსი და დეიმოსი.

ფობოსის საგანე მხოლოდ 28 კმ-ია, დეიმოსის კი – 14 კმ.


image


იტალიელი ასტრონომი ჯოვან სქიაპირელი იყო პირველი, ვინც შექმნა მარსის რუკა 1877 წელს. მასზე წარმოდგენილი იყო უამრავი არხი.


1910 წელს ამერიკელმა ასტრონომმა პერსივალ დოუელმა ჩაატარა გამოკვლევები და მათზე დაყრდნობით გამოსცა წიგნი, რომელშიც მარსი არის როგორც მომაკვდავი პლანეტა. პლანეტაზე მარსელთა ცივილიზაციას შეუქმნია არხების ფართო ქსელი, რის მეშვეობითაც პოლარული რეგიონებიდან წყალი პლანეტის ცენტრში უნდა გადმოეყვანათ.


image


ე.წ. “ჰაერი” მარსზე თხელი და სიფრიფანაა. იგი ძალიან მცირე სითბოს აკავებს. ამ სითბოს მეტი ნაწილი დედამიწიდან მოდის მზის რადიაციული გამოსხივების შედეგად.
მარსის ნიადაგი ქიმიურად აქტიური, მაგრამ ბიოლოგიურად პასიურია. სიცოცხლის არსებობა საალბათოა მარსის მშრალ და ცივ უდაბნოებში.
და მაინც დღეს ნამდვილად განსხვავებული მონაცემები გვაქვს ხელთ მარსის შესახებ, ვიდრე ოდესმე.


მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ანტარქტიდაშიც არსებობს.


image


ბოლო მონაცემებით მარსზე აღმოჩენილია სილიციუმი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც თბილი წყლები არსებობდა. ხოლო ლავამ შემოინახა პლანეტის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის კვალი.

NASA–მ დაადგინა, რომ პლანეტა მარსზე წყალია:
დასრულდა 6 წლიანი მეცნიერული კვლევა იმის შესახებ, იყო თუ არა ე.წ. წითელ პლანეტაზე წყალი ( H2O ). მაღალტექნოლოგიური კოსმიური აპარატების მეშვეობით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ამერიკულმა კოსმიურმა სააგენტო NASA-მ საბოლოოდ დაადგინა, რომ პლანეტე მარსზე წყალი ნამდვილადაა.


image











1
3945
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3945
  
2015, 6 ივნისი, 0:55
კარგია. (გავაზიარე)
0 1 1