x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ყველასათვის კარგად ცნობადი დედები და მათი პატარები

image
როგორც ამბობენ დედობა ადამიანს ძალიან ცვლის, ამას ყველაფერს კი მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როდესაც დედა გახდებიო. ეს სტატია კი პოპულარულ, ახალგაზრდა ქალბატონებს ეხებათ, რომლებიც დედობამ ნამდვილად შეცვალა.


image
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილსა და კალათბურთელ ირაკლი კედიას ერთი ვაჟი დანიელი ჰყავთ. მსახიობი ცოტა მშიშარა დედა გამოდგა, პირველი 2 დღე ბავშვის ხელში აყვანის ეშინოდა. დანი უკვე წამოიზარდა. ნანკა ცდილობს თავისუფალი დრო ბიჭუნასთან ერთად გაატაროს, გართობისთვის დრო აღარ რჩება, მაგრამ შვილთან ურთიერთობა მისთვის ყველზე დიდი ბედნიერებაა. "საკუთარი თავის მშურს მათ რომ ვუყურებ"-წერდა ნანაკა საყვარელი მამაკაცების, მეუღლისა და ვაჟის ფოტოზე.imageimageimage
სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მისი მეუღლე ირაკლი ჩიქოვანია. წყვილი დაქორწინებიდან ორიოდე წლის მანძილზე ერთად ყოფნით ტკბებოდა, შემდეგ კი ოჯახს პატარა გიორგი შეემატა. პატარას ფოტოებს ძნელად თუ მოიპოვებთ. ანუკი საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი დედაა. ის პატარა გიორგისთან ერთად ტელეგადაცემებს არ სტუმრობს.imageimage
image
ნინი ბადურაშვილმა გათხოვება, განქორწინება და შვილის გაჩენა ორიოდე წელში მოასწრო. ელენე კუტალაძე პოპულარული ბავშვია. პატარას ფოტოებს ნინი ბადურშვილი ხშირად ანთავსებს სოციალურ ქსელში. "მე ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვერგე დედისა ამპლუას. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დაკავებული ვარ ბავშვის აღზრდით. ალბათ ყველა ქალისთვის და ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო შრომა ეს არის"-ამტკიცებდა მომღერალი. ნინიმ ელენესთან ერთად სიმღერაც ჩაწერა, რომლის პრემიერაც ჯერ არ ყოფილა.

imageimage
image

ახალბედა დედაა ლელა მებურიშვილი. მსახიობი რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა. პატარას ალექსანდრე დაარქვეს და გიჟი მშობლები არიან. "თავიდან ყველა ამბობდა, რომ ვიზუალურად მე მგავდა. მერე, ცოტა რომ წამოიზარდა და გაბუთქუნდა, ამბობდნენ, მამას ჰგავსო. ახლა ბაჩო მეუბნება, ისევ შენ გემსგავსებაო. მე, როგორც ვატყობ, ნაკვთებით ძალიან მგავს, მაგრამ იერით საოცრად ჰგავს ჩემს მეუღლეს. ხასიათით ძალიან დინჯი და მშვიდი რაჭველია. ბუთქუნაა, წყნარი. უყვარს ჭამა და სიმღერა"-ასე ახასითებს ლელა პატარა ალექსანდრეს.imageimage

0
1021
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0