x
image
Guns N Roses
Mediator image
ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა

imageეკატერინე მწითურიძე 2011 წელს "როსკინოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი გავლენა რუსულ კინოსამყაროში ძალიან დიდია, უფრო მეტიც, მას ამერიკული კინოკომპანიებიც იწვევენ სათანამშრომლოდ. რამდენიმე ფილმი თავადაც აქვს გადაღებული. ცოტა ხნის წინ იაპონელმა რეჟისორმა კიმ კი დუკმაც მიიწვია ფილმზე სამუშაოდ, თუმცა ეკატერინემ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
ეკატერინე მწითურიძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, ის 1972 წლის 10 იანვარს თბილისში ფარმაცევტის და გეოლოგის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ვერავინ იფიქრებდა, რომ საკუთარ კარიერას რუსეთში გააგრძელებდა. პატარა გოგონას ჯერ ექიმობა უნდოდა, რადგან სულ ავად იყო, შემდეგ კი სტილისტობა იტაცებდა... დღემდე ოცნებობს იყოს მფრინავი, რადგან მისი ცხოვრების დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებს.

ეკატერინემ განათლება საქართველოში მიიღო, 1994 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის და კინოხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. ის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრია. 1991-94 წლებში მუშაობდა ჟურნალში "სინემა" და "ეკრანის სიახლეები". მისი სატელევიზიო კარიერა საქართველოში, "მეორე არხზე" დაიწყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი რუსეთის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში დაიწყო მუშაობა, სადაც ნაცნობობით მოხვდა. თავბრუდამხვევი წარმატებაც სწორედ მაშინ დაიწყო.

მწითურიძე რუსეთში ერთ-ერთ გლამურულ და შეძლებულ მანდილოსნად ითვლება, ყოველთვის გემოვნებით აცვია, ელიტარული საღამოების სასურველი სტუმარია, განათლებულია და კარგი მენეჯერული თვისებებიც გააჩნია. ის რუსეთში საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ქალის სტატუსით სარგებლობს.

0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0