შოუბიზნესი კურიოზები სცენაზე-ვარსკვლავები ყველაზე უხერხულ მომენტში(ფოტო+ვიდეო) 2015, 3 ივნისი, 13:51 1-მადონა და შავი მანტიაშემთხვევა მოხდა 2015 წელს Brit Awards-ზე, როცა ერთ-ერთი მოცეკვავემ მანტიაზე ჩამოქაჩა 56 წლის პოპ-დივას და თან გადაიყოლა.
2-ბიონსე და ვენტილატორი-მომღერალი ძლიერ მიუახლოვდა კონცერტის დროს ვენტილატორს და მისი კულულები ჩაიხვია.მომღერალმა თმების განთავისუფლება ვერ შეძლო, მას თმების განთავისუფლებაში დაცვა დაეხმარა, თუმცა ბიონსეს სიმღერა არ შეუწყვეტია. ისევ ბიონსეს რამდენიმე კურიოზი-2007 წელს შანხაიში კონცერტის დროს ჩინელი ფანები გაოცებულნი დარჩნენ როდესაც მომღერალს უძვირფასესი ვერცხლისფერი კაბა აუფრიალდა და შიგნიდან მამა-პაპური ნიფხავი გამოუჩნდა. ისევ 2007 წელს ბიონსე სცენაზე დაეცა ორლანდოში კონცერტის დროს.მომღერალმა კიბეზე 180 გრადუსიანი ყირა გააკეთა. ესეც სახალისო ვიდეო "ფანის ყროყინი" ბიონსეს კონცერტზე ლონდონში. 3-რიანა და ხანძარი-ბარბადოსელი მომღერლის კონცერტი დალასში 2011 წელს კინაღამ ხანძრით დამთავრდა. პიროტექნიკის გამო სასცენო განათების პროჟექტორებს ცეცხლი წაეკიდა.კონცერტი ჩაიშალა, ხოლო მომღერალს ჯგუფთან ერთან სასწრაფო ევაკუაცია გაუკეთეს. 4-U2-ის გიტარისტი-სცენიდან გადავარდა. 2015 წელს ვანკუვერში(კანადა) გამართული კონცერტის დროს U2-ს გიტარისიტ The Edge სცენიდან გადავარდა. 5-კეტი პერის კურიოზი ფლეიტაზე 2011 წელს. 6-ლედი გაგა-ძირს დაცემის დიდოსტატი-ალბათ არცერთი მომღერალი არ დაცემულა ასე ხშირად სცენაზე, როგორც ლედი გაგა, გასაგებიცაა, უზარმაზარ პლატფორმებზე შემდგარი და პლუს მრავალსართულიანი მოძრავი კონსტრუქცია, მოცეკვავეები გარშემო და ფეირვერკები. 7-ჯენიფერ ლოპესს ფონოგრამა გაეთიშა 2011 წელს ლოს ანჯელესში Wango Tango KIIS FM -ზე გამოსვლის დროს ფონოგრამა გაითიშა, თუმცა მომღერალმა და მოცეკვავეებმა ცეკვა არ შეწყვიტეს. 505 7-ს მოსწონს 1-ს არა
|