x
image
Guns N Roses
6 დღის მკვდარი დასაფლავების შემდეგ კუბოდან ამოძვრა.. რა არის ამის მიზეზი?

imageსათაური ალბათ გაგაკვირვებდათ, 6 დღის "მკვდარი" კუბოდან ამოძვრა. სიტყვა მკვდარი ფრჩილებში ჩავსვი რადგან შეუძლებელია ადამიანი გარდაიცვალოს და შემდეგ "მკვდრეთით აღსდგეს". მაგრამ თუ მკვდარი არ იყო რა მოხდა და დასაფლავების შემდეგ როგორ დაბრუნდა სახლში? აი სინამდვილეში რა მოხდა
95 წლის ჩინელი ციუ ფენგი ყველას დაღუპული ეგონა, მაგრამ დასაფლავების შემდეგ ის კუბოდან ამოძვრა და სახლში დაბრუნდა. ციუ ფენგი ცხოვრობს მარტო. მან მიიღო თავის დაზიანება რის შედეგადაც მან დიდიხნით დაკარაგა გონება. მისი "მკვდარი" სხეული იპოვა მეზობელმა ცინ ვანგმა. "რამდენჯერმე დავუძახე, რამდენჯერმე გავარტყი კიდევაც მაგრამ არ მპასუხობდა. შემდეგ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო და სუნთქვას დავაკვირდი, ის არ სუნთქავდა, მაგრამ სხეული თბილი იყო." - ამბობს ცინ ვანგი.
ცინ ვანგმა ჩათვალა, რომ ციუ ფენგი დაიღუპა და თავის შვილთან ერთად კუბოში ჩადო სხეული და ჩაატარა დასაფლავების ცერემონია. ციუ ფენგის სასიხარულოდ ჩინელებს აქვთ წესი, რომ რამოდენიმე დღე კუბოს მიწაში არ დებენ, რადგანაც ახლობლებს შეეძლოთ გამომშვიდობება მასთან. ასევე ციუ ფენგის სასიხარულოდ, ცინ ვანგმა გადაწყვიტა მიწაში დამარხვამდე კუბო არ დაეჭედებინა.
დამარხვამდე ერთი დღით ადრე ახლობლებმა შეამჩნიეს, რომ კუბო ცარიელი იყო. მათ დაიწყეს ციუ ფენგის სხეულის ძებნა და საბოლოოდ ის იპოვეს თავის სახლში, სამზარეულოში ამზადებდა საკვებს. ექიმების თქმით ციუ ფენგი კლინიკურად იყო მკვდარი, სუნთქვა თითქმის ბოლომდე ჩერდება, მაგრამ ადამიანი მაინც ცოცხალია.



0
943
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
943
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0