x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
როგორ მანიპულირებენ ადამიანებზე საინფორმაციო საშუალებებით - 10 ძირითადი ხერხი

image
ის ფაქტი, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ადამიანებზე განსაკუთრებულ ზედავლენას ახდენს და, უფრო მეტიც, მანიპულირებს აუდიტორიით, ახალი ალბათ არავისთვისაა. ამერიკელმა ენათმეცნიერმა და ფილოსოფოსმა, ნოამ ჩომსკიმ ჩამოაყალიბა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მანიპულირების 10 ძირითადი ხერხი.


1. ყურადღების გადატანა.



image
საზოგადოების მართვის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ხალხის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხებიდან უმნიშვნელო ინფორმაციაზე - თემებზე, რომლებსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია. მთავარია ადამიანები იყვნენ გამუდმებით რაიმეთი დაკავებულნი და არ დარჩეთ დრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრისთვის.

2. პრობლემების შექმნა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.


image

მოცემულ მეთოდს ასევე უწოდებენ "პრობლემა-რეაქცია-გადაჭრა"-ს. იქმნება პრობლემა - გარკვეული "სიტუაცია", რომელმაც უნდა გამოიწვიოს მოსახლეობის იმგვარი რეაქცია, რომ აუცილებელი გახდეს მმართველი ძალებისათვის სასარგებლო ღონისძიებების გატარება. მაგალითად, ტერაქტის მოწყობა, რათა მოსახლეობამ თავად მოითხოვოს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული კანონის მიღება.


3. თანდათანობითი გამოყენების მეთოდი.


image

რომელიმე არაპოპულარული ღონისძიების გასატარებლად საკმარისია მისი თანდათანობით დანერგვა. სწორედ ამგვარად იქნა მოსახლეობაზე თავს მოხვეული გასული საუკუნის 80-90-იანი წლების პრინციპულად ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. სახელმწიფოს ფუნქციის შემცირება, პრივატიზაცია, არასტაბილურობა, მასიური უმუშევრობა, ღირსეული ცხოვრებისთვის არასაკმარისი გამომუშავება. ყველაფერი ეს ერთროულად რომ მომხდარიყო, ალბათ რევოლუცია გარდაუვალი გახდებოდა.


4. შესრულების გადავადება.
image


არაპოპულარული გადაწყვეტილებების გატარების კიდევ ერთი საშუალება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ხალხს წარმოვუდგინოთ როგორც "მტკივნეული და აუცილებელი" და ამით მივაღწიოთ მოცემულ მომენტში მოსახლეობის თანხმობას მომავალში მის გატარებაზე. გაცილებით ადვილია დათანხმდე რაიმე სახის დათმობაზე სამომავლოდ, ვიდრე მიმდინარე მომენტში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არ მოხდება დაუყოვნებლივ. მეორეც იმიტომ, რომ ხალხს მაინც ყოველთვის რჩება მეამიტური იმედი იმისა, რომ "მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება" და შესაძლებელი გახდება თავიდან აირიდოს ის მსხვერპლი, რასაც მისგან სამომავლოდ ითხოვენ.
ყველაფერი ეს მოსახლეობას მეტ დროს აძლევს იმისათვის, რომ შეეგუოს აზრს ცვლილებების შესახებ და მორჩილად მიიღოს როცა დროს დადგება.


5. მიმართვა ხალხისადმი, როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისადმი.

image

ფართო პუბლიკაზე გათვლილი პროპაგანდისტული გამოსვლების უმეტესობაში გამოიყენება ისეთი დასკვნები, პერსონაჟები, სიტყვები თუ ინტონაცია, თითქოს სასკოლო ასაკის ჩამორჩენილ ბავშვებზე ან გონებრივად არასრულფასოვან ინდივიდებზე იყოს მიმართული.
რაც მეტად ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით მეტად იყენებს ინფანტილურ სამეტყველო გამონათქვამებს. რატომ? იმიტომ, რომ თუ ვინმე ადამიანს ექცევა ისე, თითქოს იგი 12 ან ნაკლები წლის იყოს, ამ ადამიანის საპასუხო რეაქციაში, მეტად სავარაუდოდ, არ იქნება კრიტიკული შეფასება, რაც ახასიათებს სწორედ 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს.


6. აქცენტის გაკეთება უფრო ემოციებზე, ვიდრე აზრონებაზე.

image

ემოცაზე გავლენა ადამიანებში რაციონალური ანალიზის უნარის ბლოკირების კლასიკური ხერხია. შედეგად ადამიანთა უმრავლესობა ვეღარ ახერხებს მომხდარის კრიტიკულ გააზრებას. მეორე მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება კარს უხსნის ქვეცნობიერში სასურველი აზრების, სურვილების, შიშებისა თუ ქცევის მოდელების ჩანერგვას...



7. განათლების დაბალი ხარისხი.
image


მიღწევა იმისა, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ უნარი იმ ხერხებისა და მეთოდების გასაგებად, რომლებსაც მათ დასამორჩილებლად იყენებენ. "დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ადამიანებისთვის განკუთვნილი განათლების ხარისხი უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი, რათა უცოდინრობა, რომელიც მაღალ და დაბალ ფენებს ყოფს, ვერასოდეს გადალახონ დაბალი ფენების წარმომადგენლებმა."


8. ხალხის იძულება აღფრთოვანდეს ვულგარულობით.

image

ჩაუნერგო ადამიანებს აზრი იმის შესახებ, რომ მოდურად ითვლება ვულგარობა, უხამსობა და უზრდელობა.


9. საკუთარი დანაშაულის შეგრძნების გაძლიერება
image




აიძულო ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ მხოლოდ თავად არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში; რომ ეს მხოლოდ მისივე უჭკუოების ან სიზარმაცის ბრალია. შედეგად, იმის მაგივრად რომ ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, ადამიანი იწყებს თვითგანადგურებას - ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებს, რაც იწვევს დეპრესიას და უმოქმედობას.



10. ადამიანებზე იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე თავად იციან საკუთარ თავზე.
image


უკანასკნელი 50 წლის მანძილზე მეცნიერების განვითარების შედეგად სულ უფრო მეტად იზრდება განსხვავება უბრალო ადამიანებისათვის ხელმისაწვდომ ცოდნასა და იმ ინფორმაციას შორის, რაზეც ხელი მიუწვდებათ მმართველ კლასებს.
ბიოლოგიის ნეირობიოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით "სისტემამ" თავის განკარგულებაში მიიღო მოწინავე ცოდნა ადამიანის შესახებ როგორც ფიზიოლოგიის ასევე ფსიქოლოგიის სფეროში. "სისტემამ" გაცილებით მეტი გაიგო ჩვეულებრივ ადამიანზე, ვიდრე თავად ადამიანმა იცის საკუთარ თავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში "სისტემა" ფლობს უდიდეს ძალაუფლებას და მეტწილად სწორედ იგი მართავს ადამიანებს.


0
367
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0