x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რა გულისამაჩუყებელი საჩუქარი გაუკეთა, სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, ქალიშვილს ნანუკა ჟორჟოლიანმა?

image
ჟურნალისტ ნანუ
კა ჟორჟოლიანის ქალიშვილს, მარიამ გეგუჩაძეს მთელი საქართველო იცნობს. გოგონა ერთი პერიოდი დედის თანაწამყვანი გახლდათ, ის "ნანუკას შოუში" ერთ-ერთ რუბრიკას უძღვებოდა. ის თვალსა და ხელს შუა წამოიზარდა. როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, ის და მარიამ ერთად გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ. ნანუკა თავდადებული დედაა, ქალიშვილთან მეგობრობს, ცდილობს კარგ და განათლებულ პიროვნებად გაზარდოს. მარიამი უკვე 17 წლისაა და სულ ორიოდე დღეში სკოლასაც დაამთავრებს. ნანუკა დიდხანს ფიქრობდა რა ეჩუქებინა ქალიშვილისათვის ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად და საბოლოოდ ნამდვილად გულისამაჩუყებელი საჩუქარი გაუკეთა, ვიდეო, რომელშიც დედა-შვილის ოსტორიაა ასახული. "მოკლედ, მარიამს ზეგ სკოლის ბოლო დღე აქვს. ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა მისთვის და ბოლოს ამ ვიდეოზე შევჩერდი. ყველა ფოტოს თავის ისტორია აქვს. ეს ისტორიები კი, ჩვენი ამბავია. ჩემი და მარიამის. მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ეტაპს ასრულებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეწყება. არის მომენტები, რომელიც მის მეხსიერებაში სრული სიზუსტით მინდა შემორჩეს. აქ კი ეს ყველაფერი არის . ბუნებრივია მოკლედ, 17 წელს ვერაფერი დაიტევდა. WELCOME მარიამ. შენ უკვე დიდი გოგო ხარ"-წერს ნანუკა და ვიდეოსაც აქვეყნებს.

ჟურნალისტის ამ საჩუქარმა დიდი ემოციები და ვნებათა ღელვა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის მტკიცებით ეს ყველაზე უბრალო, მაგრამ უძვირფასესი საჩუქარია.

მარიამ გეგუჩაძე სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. რამდენიმე კვირის წინ ამ ყველაფრის შესახებ თავად ნანუკამ გვამცნო: "მარიამმა აირჩია ამერიკა. ბარდში ისწავლის. წარმატებები და მადლობა მას. კარგი შვილია. ბარდში მოხვედრას ბევრი მეცადიონეობა სჭირდებოდა. ამიტომ ვარ მადლიერი. სწორად გამოიყენა დრო და შესაძლებლობები. მინდა ყველას შვილი წარმატებული იყოს! ყველამ მიიღოს სრულფასოვანი განათლება! ესაა ჩვენი გადარჩენა. მხოლოდ განათლებული თაობა თუ გადაარჩენს ამ ქვეყანას!".imageimage

0
610
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0