ირლანდიის მოქალაქეები ევროპაში მიჩნეულნი არიან ყველაზე კონსერვატიულ და რელიგიურ საზოგადოებად. თუმცა გასულ პარასკევს გამართულ რეფერენდუმში უმრავლესობამ ჰომოსექსუალთა ქორწინებას დაუჭირა მხარი. ამით ის შეუერთდა გეი ქორწინებათ მომხრე 16 ქვეყანას (დანიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით) და ამერიკის 36 შტატს. აღსანიშნავია, რომ 1993 წლამდე ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლებოდა.
ისრაელიც არ ჩამორჩა მსოფლიო ტენდენციას, საზოგადოებაში გაიზარდა ტოლერანტობა ლგბტ წარმომადგენლების მიმართ და მიესალმება მათი უფლებების დაცვას, რაც ამ წელს აისახება პოლიტიკურ დონეზე, გაჩაღდება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა თანაბარუფლებიანობისთვის. ისრაელში ქორწინება არის რელიგიური ინსტიტუცია და თავისავე სქესზე დაქორწინება აკრძალულია. ისრაელშ მზად არიან მათი უფლებები ასახონ კანონში და მისცენ ნება დაქორწინდნენ თავისსავე სქესზე.