x
image
მანჩო 777
გასაოცარი მცენარე, რომლის ყვავილებს შიშველი ქალის სხეულის ფორმა აქვს: სინამდვილე თუ მორიგი ინტერნეტ-აფიორა?
ამ ცოტაოდენი ხნის წინ უამრავი ინტერნეტ-ფორუმი და საიტი დაიპყრო მცენარის ფოტოსურათებმა, რომლის ყვავილსაც შიშველი ქალის სხეულის ფორმა აქვს. მცენარეს Narilatha ჰქვია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება, კერძოდ ჰიმალაიში, ინდოეთში, შრი-ლანკასა და ტაილანდში. ყვავილობს ოც წელიწადში ერთხელ და მისი ყვავილები ძალიან ჰგავს ქალის მშვენიერ სხეულს.


image


აღმოჩნდა, რომ ეს მორიგი ხუმრობა იყო, რომელმაც ძალიან ააღელვა მებაღეები და ბუნებისმეტყველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


image



თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხუმრობას თავისი ისტორია და ფესვები აქვს. კერძოდ, Narilatha-ს შესახებ ინფორმაციის ძებნისას ინტერნეტში წავაწყდი ცნობებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში (ინდოეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი) არსებობდა უამრავი ძველი ლეგენდა და მითი ქალი-მცენარეების ნაყოფის არსებობის შესახებ, ან პირიქით, მცენარეების შესახებ, რომლებიც ქალის ფორმის ნაყოფს ისხამდნენ.


image


ლეგენდის არსი შემდეგშია: ამ ქვეყნებში უამრავი მონასტერი იყო, რომლებშიც ბერები ცხოვრობდნენ. მათ აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან და მით უმეტეს, ქალებთან კავშირი, მაგრამ ადამიანის სხეულის ბუნება ხშირად იმარჯვებდა ფილოსოფიურ სწავლებებზე და ოკულტისტურ რიტუალებზე და აი, ხეებზე გაჩნდა ქალის ფორმის ნაყოფი, რომელსაც ბერები წყვეტდნენ, ხოლო შემდეგ.... ფანტაზიები თქვენთვის მომინდია.


image


სხვადასხვა წყაროებში ნაჩვენებია გრავიურები და ნახატები ამ უცნაური ხეების გამოსახულებით. აი რამოდენიმე მათგანი.


imageimageimageimage

დაბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ტაილანდის ტელევიზიით გავიდა და რომელიც მოგვითხრობს ამ საოცარი მცენარის შესახებ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სიუჟეტი უბრალოდ საპირველაპრილო ხუმრობას წარმოადგენდა.


7
855
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
855
  
2015, 4 ივნისი, 13:21
ეგრე მსხლის ფოტო ვნახე, რომელსაც ტყუპი ბავშვების ფორმა აქვს..იაპონელები არიან მაგის ოსტატები.
არა....ხუმრობა არ არი. ხეზევე ამაგრებენ ყალიბს,ნაყოფს დებენ შიგ,და როცა იზრდება,ყალიბის ფორმას იღებს, ....უფრო ბუდას ფორმას აძლევენ...... ეგ არი და ეგ
2015, 25 მაისი, 23:24
მაგარი ყვავილია :დ
2015, 25 მაისი, 23:19
ვაა რა მაგარია :დ
2015, 25 მაისი, 16:21
ის ფოტო რომ ვნახე, ვერ მოვისვენე, სანამ სიმართლე არ გავიგე. ვიდეოც ვიპოვე, შენ წარმოიდგინე :)
2015, 25 მაისი, 16:15
:D ასეც ვიცოდი, რომ ხუმრობა იქნებოდა. ისტორია კი საინტერესო იყო.
0 1 7