სხვა გინახავთ სამოთხე დედამიწაზე? -გიტჰორნი ულამაზესი ჰოლანდიური სოფელი 2015, 25 მაისი, 12:00 ეს სოფელი, სახელად გიტჰორნი ჰოლანდიაში მდებარეობს, მას პატარა ვენეციასაც უწოდებენ, მისი საერთო სიგრძე 7, 5 კილომეტრია და ერთმანეთს საწყალოსნო არხებით უკავშირდება, სოფელი 1230 წელს დაარსდა, სოფელში გადაადგილების საშუალება არის საველოსიპედო ბილიკები და მრავალრიცხოვანი საწყალოსნო არხები. სოფლის ძირითადი ტრანსპორტი არის ნავები და ეკოლოგიურად სუფთა კატერები ელექტროძრავით, სახლები ძირითადად პატარა, მინი კუნძულებზეა განთავსებული და მათ ერთმანეთს 50 -ზე მეტი ხის ხიდი აკავშირებს.
სოფელი ტურისტებისთვის 60-იან წლებში გახდა ცნობილი, როდესაც ჰოლანდიელმა რეჟისორმა ბენტ ჰაარტმა იგი თავის კომედიურ ფილმში აჩვენა(Fanfare -1958წელი), არხების მახლობლად დგას სახლები, ერთმანეთზე უფრო კოპწია და ლამაზი, სახლის გასწვრივ ვიწრო მოასფალტებული ბილიკი გადის, აქ ფეხით შეგიძლიათ გაისეირნოთ. მაინც რის გამოა სოფელი მთლიანად წყლით გარშემოტყმული? 1230 წელს, როდესაც აქ პირველი ლტოლვილები დასახლდნენ სამხრეთ ჰოლანდიიდან, მათ აღმოაჩინეს, რომ ახლომახლო დიდი ტორფის საბადოები იყო, დაიწყეს მისი მოპოვება, ამოთხრის შედეგად გაჩნდა ორმოები, რომლებიც დროთა განმავლობაში პატარა ტბებად იქცნენ, შემდგომ კი ეს ყველაფერი მოსახლეობამ არხების მეშვეობით დააკავშირა. 454 11-ს მოსწონს
|