მუსიკა ქართველი მომღერლის წარმატება უკრაინულ "Voice" - ში ( + ვიდეო ) 2015, 25 მაისი, 11:45 ![]() უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინული "Voice" - ს კონკურსი მიმდინარეობს. 24 მაისს კი Voice- ს პირველი ნახევარფინალური შოუ გაიმართა, სადაც თითოეული მწვრთნელის ოთხ - ოთხი კონკურსანტი გამოვიდა. მათ შორის იყო სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდის წევრი მებო ნუცუბიძე, რომელმაც უკრაინული სიმღერა "Стоїть гора висока" არაჩვეულებრივად შეასრულა და შესაბამისად ჟიურის წევრებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.რომ იტყვიან, " ფეხზე წამოუდგა ჟიური" და როგორც მწვრთნელებმა, ასევე წამყვანმაც მებოს მადლობა გადაუხადეს.რაც შეეხება გუნდის ხელმძღვანელს სვიატოსლავ ვაკარჩუკს, მან ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა თავის კონკურსანტს: - " მებოსთვის ეს არ იყო დავალება, ეს მისი სულია. როცა სცენაზე გამოდის, ყოველთვის ვეუბნები, რომ უბრალოდ გადმოსცეს ის, რაც სულში აქვს. ვფიქრობ, დღეს მებოს სული მთელი საქართველოს სული იყო უკრაინისთვის". ![]() ![]() 71 7-ს მოსწონს
|