x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უცხოური პრესის მტკიცებით, ნინა სუბლატი ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს! ვინ და რატომ უვრცელებს მომღერალს ბოროტ ხმებს?

image
მომღერლი ნინა სუბლატი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია პოპულარობით სარგებლობს. ცნობადობა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავმა" მოუტანა. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. მომღერალი ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით წარსდგა, ფინალშიც მოხვდა, მაგრამ მხოლოდ მე-11 ადგილი გვხვდა წილად. ნინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. მომღერალმა საკუთარი დაწერილი სიმღერა "Warrior" შეასრულა. საკუთარი დიზაინითვე შექმნა სამოსი, რომელიც დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის წყალობით შეიკერა. ნინა თითქმის ყველა გამოკითხვაში ლიდერობდა, რაც ხუთეულში მოხვედრას თითქოსდა რეალურს ხდიდა, თუმცა კონკურსის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე ეს ვერ მოხერხდა.image

უცხოური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ავსტრიის პოლიციამ ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი კოკაინის მოხმარების გამო დააკავა. პოლიციაელი მომღერლის ქცევამ დააეჭვა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მისგან ავტოგრაფს ითხოვდა. პოლიციამ მომღერალი შეამოწმა, რომელიც კოკაინის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. მას კოკაინი უპოვეს ჩანთაშიც.

შშმ პირი ედვარდ გოლდმენი: "შოკში ვარ იმის გამო, რაც შემემთხვა. ქართველი კონკურსანტი ყველაზე მეტად მომწონდა და მისგან ავტოგრაფის აღებას ვცდილობდი. მან კი ყვირილი დაიწყო და ჩემთვის წყლის ბოთლის ჩარტყმა სცადა".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინა მჟამად თავისუფალია და მეტიც, ის არც არავის დაუკავებია. როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი ჰაკერების შეთხზული ამბავია, როლებიც რატომღაც მომღერალს ებრძვიან. როგორც ჩანს ნინას მე-11 ადგილის გამო მხოლოდ ქართველებს არ დაგვწყდა გული, ბოროტისმსურველნი კი ასე ცდილობენ შემსრულებლის დაკნინებას. imageimage

0
147
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0