x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონა მოკლე კაბის გამო სკოლიდან გარიცხეს..და ეს ხდება ამერიკაში
image

ქალაქ დაიტონის(შტატი აიდაჰო, აშშ) უფროსკლასელი გოგონა ივეტ რია(Evette Reay) სკოლიდან გარიცხეს მხოლოდ იმის გამო, რომ სკოლაში ჩაიცვა ღია მწვანე ფერის კაბა რომელიც რამდნიმე დიუმით იყო მუხლებს ზემოთ.


მასწავლებელმა გოგონას მოსთხოვა სახლში დაბრუნებულიყო და სხვა კაბა ჩაეცვა, თუმცა ივეტმა იუარა, გოგონამ აღნიშნა, რომ მას ნორმალური კაბა აცვია.მაშინ მასწავლებელი დაემუქრა, რომ დაურეკავდა დირექტორს და ამასთანავე ატესტატს არ მისცემდა, თუ კაბას არ გამოიცვლიდა.


ივეტმა მაშინვე დედას დაურეკა, დედა მალევე მოვიდა სკოლასთან თან ტანსაცმელი გამოიყოლა, რომ გოგონას იქვე გადაეცვა.თუმცა როდესაც სკოლაში შესვლა დააპირეს აღმოჩნდა, რომ გოგონა უკვე სკოლიდან გარიცხეს.



ივეტმა მომხდარი ფაქტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, ხოლო მისი ისტორია მალე მთელ შეერთებულ შტატებში გავრცელდა.მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი მზად იყო გამოესწორებინა შეცდომა, თუმცა მას სკოლა ნამდვილი ტირანივით მოექცა.სკოლის კანონების მიხედვით დრეს-კოდის დამრღვევს უფლება აქვს გამოასწოროს შეცდომა.


ბოლო-ბოლო, მიუხედავად მასწავლებლის მუქარისა, ივეტმა მაინც აიღო ატესტატი, ხოლო სკოლის დამამამთავრებელ უკანასკნელ დღეს ისევ იმ კაბით გამოცხადდა კლასში.

image

2
234
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
2015, 25 მაისი, 7:55
კომუნისტებს მარტო ეგ ერთი არა ჰქონდათ მაგარი იყო კიდევ ბევრი რამ დადებითი,ისეთი რომ ახლა არც დაგვესიზმრება
2015, 24 მაისი, 18:59
გასარიცხი იყო, თანაკლასელებზე(თანასკოლელებზე) ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო.
სკოლაში უნდა იარო განათლების მისაღებად.
კომუნისტებს ერთი ეგ ქონდათ მე მგონი კარგი რომ მოსწავლეს სასკოლო ფორმა უნდა სცმოდა.
0 1 2