საბუნებისმეტყველო ცარიელი ტბა 2015, 23 მაისი, 17:34 ამ ტბამ თავისი სახელი იმის გამო მიიღო, რომ მასში არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ
ბინადრობს. ცარიელი ტბა მდებარეობს დასავლეთ ციმბირში, ალტაის მხარეში,
რომელსაც “ცისფერი ტბების" მხარეს ეძახიან, რადგან ამ რეგიონში 20 000-ზე მეტი
დიდი და პატარა ტბა არის. ცარიელი ტბის მიდამოებში სხვა ტბებიც მრავლადაა,
რომლებიც მჭიდროდ არიან დასახლებულები, სხვადასხვა სახის თევზითა და წყალმცენარეებით. უფრო მეტიც, ამ ტბებიდან ოცამდე მდინარე გამოედინება და ჩადის ცარიელ ტბაში, რაც ამ ტბის მობინადრეებს ცარიელ ტბაში გადასახლების საშუალებას აძლევს. მაგრამ, იქ გადასვლა არავის უნდა. ცარიელ ტბაში მოხვედრილი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ფლორისა თუ ფაუნის წარმომადგენელი, 1-2 დღეში იღუპაბა: თევზი კვდება, წყალმცენარე ლპება. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველას მკვდარი ზღვა გაახსებდება. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მკვდარ ზღვაში სიცოცხლე იმის გამო არ არის, რომ მისი წყალი მეტისმეტად მლაშეა. ცარიელი ტბა კი, მტკნარი და იმდენად სუფთაა, რომ მისი წყლის სასმელად გამოყენება შეიძლება. მაგრამ ცუდი რეპუტაციის გამო, ახლოს არავინ ეკარება. ტბა ბევრი ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერის დაკვირვების და შესწავლის ობიექტად იქცა, მაგრამ მისი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. 324 13-ს მოსწონს
|