საბუნებისმეტყველო ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენები პლანეტაზე 23 ივნისი, 8:31 ჩვეულებრივი ატმოსფერული მოვლენები, დღესასწაულზე, ფეიერვერკივით აღიქვამთ და 5 წუთიანი აღფრთოვანების შემდეგ, დავიწყებას ეძლევა. მაგრამ, ბუნებას ჯერ კიდევ შეუძლია ჩვენი გაოცება — მას შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე უჩვეულო ფორმის ღრუბელი, ან მზის ჩასვლისას, თვალწარმტაცი პეიზაჟებია. მთვარის ცისარტყელა მსოფლიოში, არც ისე ბევრი ადგილია, სადაც მთვარის ცისარტყელას ნახვა შეგიძლიათ. ამ იშვიათი ატმოსფერული ფენომენის სანახავად, ერთდროულად რამდენიმე პირობა უნდა დაემთხვეს: ბნელი ცა, დაბალი სავსე მთვარე და წყლის წვეთები. ცისარტყელა — ხომ ოპტიკური ილუზიაა, რომელიც წყლის წვეთებში სინათლის გარდატეხის შედეგად წარმოქმნილი? რადგან მთვარე სინათლეს მხოლოდ აირეკლავს და არ ანათებს, მისი ცისარტყელა უფრო ღია ფერის არის. ![]() ![]() რადგან წყლის წვეთების არსებობა, ცისარტყელასი შესაქმნელად — მთავარი პირობაა. ამიტომ, მთვარის ცისარტყელები, ყველაზე ხშირად, ჩანჩქერებთან ახლოს შეინიშნება. თოვლის გრაგნილები ![]() შეიძლება, ბევრს ეგონოს, რომ თოვლის ასეთი გრაგნილები ადამიანის ჩართულობით არის შექმნილი. მაგრამ, ეს ასე არ არის! იმისათვის, რომ თოვლის ფენა ასე დაეხვეს, რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: თოვლის ფენა უნდა ფარავდეს ზედაპირს, მაგრამ არ უნდა ეკვროდეს მას; თოვლი უნდა იყოს ოდნავ ნოტიო, მაგრამ ამავდროულად, ფხვიერი და ფუმფულა; ჰაერის ტემპერატურა — 0°С–ზე ცოტა ნაკლები; ქარი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, გრაგნილების გადასაადგილებლად, მაგრამ არა იმდენად, რომ ის გაანადგუროს. მთის ფერდობი კი, სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის. ![]() ![]() როდესაც ყველა პირობა ერთმანეთს ემთხვევა, ასეთი ხვეულები იქმნება. რაოდენობა კი, შეიძლება, რამდენიმე ათეული, ან ათასობითაც იყოს — ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. პარჰელიონი ![]() პარჰელიონი — ამ მოვლენის სამეცნიერო სახელია, ხოლო ხალხმა მას მზის ძაღლი (sun dog) შეარქვა. ეს ეფექტია, როდესაც ცაში, ერთდროულად, 3 მზე ჩნდება და მისი ახსნა, არც ისე რთულია. აღნიშნული ატმოსფერული მოვლენა მაშინ ფიქსირდება, როდესაც ჰაერი საკმარისად ტენიანია, ხოლო ტემპერატურა, საკმაოდ დაბალი. ასეთ სიტუაციაში, ატმოსფეროში არსებული მიკროწვეთები იყინება და პატარა ყინულის კრისტალებად გარდაიქმნება. როდესაც ეს კრისტალები, ქარის გავლენით, ჰაერში გროვდება, მათ ისეთი პოზიციის დაკავება შეუძლიათ, რომ ამომავალი, ან ჩამავალი მზის სხივები აირეკლონ. ჩვენი თვალი კი, ამ ეფექტს ისე აღიქვამს, როგორც მზის სინათლის დამატებით წყაროებს, რომლებიც რეალურ მზეს ძალიან ჰგავს. ![]() ![]() აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი, რომ მზის ძაღლი, მაინცადა მაინც 3 იყო. შეიძლება ხუთი, ან შვიდიც იყოს. არხის სხვა სიახლეები:* საიდან იცოდნენ ძველმა ცივილიზაციებმა, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მზის სისტემის აგებულების შესახებ?* საინტერესო ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ* საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?345 2-ს მოსწონს
|